x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მამაკავებს... ვისაც ჭკვიანი ქალები სურთ თანამგზავრად
"ბევრი კაცისგან გამიგია, რომ ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებს. ასეთებს, ყოველთვის დაფიქრებისაკენ მოვუწოდებ ხოლმე... ჭკვიანი ქალები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ, საკუთარი სურვილები აქვთ და საზღვრებს თავად აწესებენ. შენ არასოდეს იქნები მისი ცხოვრების ცენტრი, რადგან საკუთარი ცენტრი აქვს.

ჭკვიანი ქალი არასოდეს მოგცემს არც მისით მანიპულირების და არც შანტაჟის უფლებას. ის იღებს პასუხისმგებლობას.

ჭკვიანი ქალები კამათში ერთვებიან, აანალიზებენ, ჩხუბობენ.ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, წინ მიიწევენ.

ჭკვიან ქალებს ცხოვრება შენამდეც ჰქონდა და იცის, რომ მას შემდეგაც ექნება, როცა შენ წახვალ.


ის გაფრთხილებთ, ნებართვას არ გთხოვთ.

ჭკვიანი ქალები წყვილში არც ლიდერს ეძებენ, რომელსაც გაჰყვებიან, არც მამას, რომელიც ცხოვრებისეულ პრობლემებს მოუგვარებთ, არც შვილს, რომელიც უნდა აღზარდონ.

მათ არ უნდათ უკან მოგყვებოდნენ, არც წინ სიარული და შენთვის გზის გაკვალვა სურთ. მათ შენ გვერდით სიარული უნდათ.მათ იციან, რომ ცხოვრება ძალადობის გარეშე უფლებაა და არა პრივილეგია, ან ფუფუნება.

ისინი გამოხატავენ სიბრაზეს, სევდას, სიხარულსა და შიშს, რადგან იციან, რომ შიში მათ არ ასუსტებთ და არც სიბრაზე აქცევთ კაცურებად. ორივე ეს ემოცია, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მათ ადამიანურს ხდის.

ჭკვიანი ქალი თავისუფალია, რადგან იბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის.

ის მსხვერპლი არ არის, ის გადარჩენილია.

არასოდეს სცადო მისი დაჭერა, რადგან აუცილებლად ეცოდინება როგორ გაიქცეს.

ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი ფასი სხეულის ფორმებით არ განისაზღვრება, ამიტომ კარგად დაფიქრდი ვიდრე მის ფორმებზე, სიმაღლეზე, ასაკსა და სექსუალურობაზე იტყვი რამეს, რადგან ეს ემოციური ძალადობაა და მან ეს იცის.

მოკლედ, ვიდრე იტყვი, რომ ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებ, საკუთარ თავს ჰკითხე მზად ხარ თუ არა მის ცხოვრებაში ადგილის დასამკვიდრებლად...


გაბრიელ გარსია მარკესი

image

1
157
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
157
  
2020, 13 ნოემბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1