x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვიდეო: მგელმა გაყინულ მდინარეში ჩავარდნილი ბავშვები გადაარჩინა

image




ბიჭები გაყინულ მდინარეში ჩავარდნენ და გამოსვლას ვერ ახეხებდნენ, სანამ მგელი არ მივიდა დასახმარებლად.




ბავშვობიდან მშობლები შვილებს ასწავლიან რომ მათ არ უნდა ითამაშონ ასანთით, უცხო ადამიანებს არ უნდა დაელაპარაკონ და გაყინული მდინარის ან ტბის ზედაპირზე არ იარონ. პირველ ორი პუნქტი კამათს არ იწვევს, მესამის საფრთხე ხშირად არ არის შეფასებული. ისტორიამ, რომელიც ბავშვებს შეემთხვათ ერთხელ და სამუდამოდ ასწავლათ, რომ არ უნდა მიუახლოვდნენ გაყინულ მდინარეებსა და ტბებს. ეს ამბავი მოხდა 1983 წლის თებერვალში.







image






დაწყებითი კლასის ორმა მოსწავლემ თებერვლის ერთ დღეს გადაწყვიტა სკოლის გაცდენა. ქუჩაში ფუმფულა თოვლი იყო, რომელსაც ისინი კარგა ხანს ელოდნენ. ბიჭებმა გადაწყვიტეს სასეირნოდ წასვლა სოფლის განაპირას, ფერდობზე სასრიალოდ. თბილი ბეწვის ქურთუკებში გამოწყობილი ორი მოსწავლე ენთუზიასტი ფერდობის საძებნელად გაემართა. სოფლის მიმდებარე ტერიტორია ტყიანი იყო, ამიტომ სასრიალო ფერდობის ძებნაში მათ სოფლიდან მოშორებით მოუხდათ წასვლა.





image




ფერდობი იპოვნეს. ბიჭები ფერდობის მწვერვალზე ავიდნენ, რათა, იქიდან ციგებით დაშვებულიყვნენ. ფერდობი მართლაც მშვენიერი იყო, თუმცა, ქვემოთ მდინარე იყო, რომელიც ბიჭებს არ შეუმოწმებიათ გაყინული იყო თუ არა, სანამ ფერდობიზე ავიდოდნენ. ზემოთ ასული ბიჭები ციგაზე დასხდნენ და დიდი სისწრაფით დაეშვნენ. როდესაც ციგამ გაყინულ მდინარის ზედაპირს მიაღწია, ბიჭებმა მსხვრევის ხმა გაიგეს- ყინულმა ვერ გაუძლო მათ წონას, ჩატყდა და ბავშვები გაყინულ მდინარეში ჩაცვივდნენ.




image




ბიჭებმა დახმარებისთვის ყვირილი დაიწყეს, მაგრამ არავინ უპასუხათ, რადგან ისინი ტყეში ძალიან შორს იყვნენ წასული. რამდენიმე ამაო მცდელობის შემდეგ, მათ დაინახეს, რომ მგელი მათკენ მთელი სისწრაფით მირბოდა. ბიჭები შეშინდნენ, რადგან, მაშინვე იფიქრეს, რომ მგელს მათი შეჭმა სურდა, მაგრამ ნაცრისფერი მტაცებელი მათ დასახმარებლად მივიდა. მან კბილები ჩასჭიდა ერთ ბიჭს და ზედაპირზე ამოიყვანა. გადარჩენილმა ბიჭმა მეგობარს გაუწოდა ხელი და ისიც გამოიყვანა ყინულოვანი წყალიდან. ბიჭებმა გონს მოსვლა ვერ მოასწრეს, რომ მგლის ნაკვალევიც კი აღარ ჩანდა. რამ განაპირობა ნაცრისფერი მგლის ასეთი მოწყალება დღემდე ეს საიდუმლოდ რჩება.








0
1066
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1066
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0