x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური და უჩვეულო ქალაქი
მსოფლიოში მრავალი უცნაური და უჩვეულო ადგილი არსებობს, მაგრამ რამდენიმე მათ შორის ყველაზე საინტერესო და განმაცვიფრებელია. სწორედ ასეთი ადგილების შესახებ გვექნება საუბარი ქვემოთ. მაშ ასე, მოემზადეთ მსოფლიოს ყველაზე საოცარ ქალაქებში სამოგზაუროდ:

ქალაქი

1. ლონგიეარბია

ლონგიეარბიაში (შპიცბერგენი, ნორვეგია) არავის... სიკვდილის უფლება არ აქვს. ოღონდ ისე არ იფიქროთ, თითქოს აქაურმა მოსახლეობამ უკვდავებას მიაღწია. მართალია, აქაც ისევე, როგორც ყველგან, ადამიანი მოკვდავია და მიწაც საკმარისადაა, მაგრამ აქაური სასაფლაო უკვე 70 წელია, არავის არ გამოუყენებია. ამის მიზეზი მეტისმეტად მკაცრი კლიმატია, რის გამოც სხეული არ იხრწნება, რაც ველურ ცხოველებს იზიდავს, რომლებიც გვამებს თხრიან და ჭამენ. ამიტომ იმ ადამიანების ნეშტი, რომლებიც აქ იღუპებიან, კონტინენტზე გადააქვთ დასამარხავად.


ქალაქი

2. ბუზინგენი

ბუზინგენი ერთადერთი გერმანული თემია, რომელიც ფედერაციული ტერიტორიის მიღმა მდებარეობს. ეკონომიკურად ეს შვეიცარიის ნაწილია, ხოლო ადმინისტრაციულად - გერმანიის. ბუზინგენს ორი საფოსტო ინდექსი აქვს - შვეიცარიული და გერმანული. აქ მიმოქცევაშიც შვეიცარიული ფრანკია და არა ევრო და აქაური ფეხბურთის გუნდიც შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას ექვემდებარება.

ქალაქი

3. “ჯოჯოხეთი”

“Hell” (ინგ. “ჯოჯოხეთი”) სწორედ ასე ჰქვია ამერიკის შტატ მიჩიგანში ერთ-ერთ დასახლებას. რატომ ჰქვია ასე, არავინ იცის, მაგრამ იქაურები ამაყობენ მათი დასახლების ორიგინალური სახელწოდებით. “ჯოჯოხეთი” ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში” Facebook-ზე დაპოსტილ ფოტოზე სახალისოდ იკითხება.

ქალაქი

4. ავსტრიული დასახლება ჩინეთში

ჰალშტადტი ავსტრიული ქალაქია, ჩინელებმა კი მისი იდენტური ვერსია საკუთარ ქვეყანაში ააშენეს. აქ მათ ერთი ერთზე მოაწყეს ავსტრიული ქალაქი ისე, რომ ქოთანში დარგული ყვავილებიც კი იდენტურია.

ქალაქი

5. “უკანასკნელი თავისუფალი ქალაქი”

სლაბ სითის მაცხოვრებლები ძირითადად პენსიონერები, ჰიპები და უსახლკაროები არიან. მოსახლეობა აქ საცხოვრებელ ვაგონებშია განთავსებული, სადაც არ არსებობს წყალი, ელექტრობა და ოფიციალური მისამართები. აქ არ არსებობს ასევე საჯარო სერვისები, გადასახადები და ქირა. ის, რაც ბევრისთვის შეიძლება საშინელება იყოს, აქაურებისთვის ძალიან კომფორტულია და ისინი საკუთარ დასახლებულ პუნქტს “ამერიკის უკანასკნელ თავისუფალ ქალაქს” უწოდებენ.

ქალაქი

6. გამოქვაბულების ქალაქი

მატმატა სამხრეთ ტუნისში მდებარეობს. გასული საუკუნის 70-იან წლებში მართალია, ქალაქის მოდერნიზება მოხდა და თანამედროვე შენობებიც აშენდა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა მაინც დღემდე ტრადიციულ ბერბერულ საცხოვრებლებში სახლობს. “ვარსკვლავური ომების” ფანები აქაურობას ამოიცნობენ: სწორედ აქ არის ლუკ სკაივოლკერის საცხოვრებელი ადგილი.

ქალაქი

7. მთლიანი ქალაქი ერთ ჭერქვეშ

ვიტიერი ალასკას შტატში მდებარეობს. ეს 14-სართულიანი შენობაა, რომელიც ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა განთავსებული. აქ ცხოვრობს ქალაქის ყველა მოსახლე და აქვეა პოლიციის განყოფილება, ეკლესია და ჰოსპიტალი. ქალაქის ამგვარად, ერთ ჭერქვეშ მოწყობის მიზეზი აქაური მკაცრი კლიმატია. იმისათვის, რათა გათბობის ხარჯები დაზოგილიყო, ადამიანები ერთ შენობაში მოათავსეს.

ქალაქი

8. ლურჯი ქალაქი

ამ ქალაქში ყველაფერი ლურჯია. ქალაქის ქუჩები, შენობათა კედლები და ქვაფენილიც კი. ქალაქი ჩეფჩაოუენი მაროკოში მდებარეობს. რატომ არის მთლიანი ქალაქი ლურჯი, არავინ იცის. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ეს ებრაელების ნამოქმედარია, რომლებიც წინათ აქ ცხოვრობდნენ. იუდეიზმში ლურჯი ღმერთის და ცის სიმბოლოა.

ქალაქი

9. ქალაქი ღია ზღვაში

გასული საუკუნეების შუაში აზერბაიჯანში აღმოცენდა ნეფტ დაშლარი - გიგანტური ინდუსტრიული ქალაქი, პირდაპირ კასპიის ზღვაზე. ქალაქს მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, მაგრამ ყოველწლიურად აქ რამდენიმე ათასი მუშა იკრიბება. აქ არის კინო, ლიმონათის ქარხანა, ფეხბურთის მოედნები, ბიბლიოთეკები, საცხობები, მაღაზიები და რეკრეაციული ზონები.

ქალაქი

10. ქალაქი ქვაში

ქალაქი სეტენილ დე ლას ბოდეგასი ესპანეთში მდებარეობს და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ღირსშესანიშნაობაა. ქალაქი ბაზალტის უზარმაზარ კლდეშია ჩაშენებული. კლდე ყველგან არის, ქუჩებშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კლდე ადამიანებს ეს-ეს არის, თავზე უნდა დაეცეს, საუკუნეებია, მსგავსი არაფერი მომხდარა.

0
446
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0