x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ჩონჩხების ტბა" - ავბედითი მხარე, სადაც ცოცხლების ადგილი არ არის

image


ჰიმალაებში, ზღვის დონიდან 5000 მეტრზე იდუმალებით მოცული რუპკუნდის ტბა მდებარეობს, რომელიც საზოგადოებისთვის ასევე "ჩონჩხების ტბის" სახელით არის ცნობილი. მაგრამ რატომ ეწოდა წყალსაცავს ასეთი უჩვეულო, ავბედითი სახელწოდება? საქმე იმაშია, რომ წლების განმავლობაში ტბის გარშემო, სულ 72 ადამიანის ჩონჩხი იქნა ნაპოვნი.


image


ტბა ყოველთვის ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. ითვლებოდა, რომ იქ ცოცხლების ადგილი არ იყო, რადგან ამ მიწაზე მხოლოდ გარდაცვლილთა სულები განისვენებდნენ, რომელთა შეწუხებაც კატეგორიულად იკრძალებოდა.მეცნიერთა ჯგუფმა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკვლევითი სამუშაოების ჩატარება გადაწყვიტა, რათა ერთხელ და სამუდამოგაერკვია მართლა არსებობდა თუ არა ამ კონკრეტულ ადგილას რაიმე საფრთხე, რომლის ახსნაც მეცნიერული თვალსაზრისით შეიძლებოდა.


image


უძველესი ნეშტების გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ. აქედან 23 ადამიანი ინდოეთიდან, დანარჩენი 14 კი - საბერძნეთისა და კრეტის მკვიდრთა შორეული წინაპარი იყო. მკვლევარების ვარაუდით, ადამიანები სტიქიის შედეგად დაიღუპნენ, თუმცა ეს ვერსია საბოლოოდ, არ დადასტურდა. ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები აქ რამდენიმე ასეული წლის ინტერვალით იღუპებოდნენ. ყველაზე ბოლოს მსგავსი მოვლენა აქ დაახლოებით 1800 წელს მოხდა.

image


ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. მთელი მსოფლიოდან რატომ მოდიოდნენ ადამიანები ჯგუფებად სწორედ ამ ადგილას? ან რატომ იღუპებოდნენ ისინი ასე მოულოდნელად და მასობრივად? ჯერჯერობით პასუხები ამ კითხვებზე ვერ მოიძებნა, თუმცა მოკვლევა კვლავ გრძელდება... არ არის გამორიცხული, რომ ნაპირზე აღმოჩენილ ჩოჩხებთან შედარებით, ამ საშინელი ტბის წყლებში კიდევ უფრო მეტი ადამიანის ნეშტი იმალებოდეს. იმედი ვიქონიოთ რომ ოდესმე ეს იდუმალებით მოცული "ჩონჩხების ტბა" თავის მისტიკურ საიდუმლოს აუცილებლად გაამჟღავნებს.







0
231
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
231