x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აზერბაიჯანის, სომხეთსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმება

image


აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება:
ჩვენ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ი.ჰ. ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნ.ვ. ფაშინიანმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა განვაცხადეთ შემდეგი:
*
1. ცხადდება ცეცხლის სრული შეწყვეტა და ყველა სახის სამხედრო მოქმედებების შეჩერება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2020 წლის 10 ნოემბრის 00 საათსა და 00 წუთიდან მოსკოვის დროით. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ჩერდებიან მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე.
*
2. აღდამის რაიონი და ტერიტორიები, რომლებსაც სომხეთი იკავებს აზერბაიჯანის გაზახის რაიონში, უბრუნდება აზერბაიჯანს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.
*
3. მთიან ყარაბაღში ურთიერთშეხების ხაზის გასწვრივ და ლაჩინის კორიდორის გასწვრივ იშლება რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი 1960 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით, მსროლელი იარაღით, 90 ჯავშანტრანსპორტიორით, 380 ავტომობილითა და სპეციალური ტექნიკით.
*
4. რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტი იშლება სომხეთის შეიარაღებული ძლების გაყვანის პარალელურად. რუსეთის მშვიდობისმყოფლეთა ყოფნის ვადა - 5 წელი, შემდგომი 5 წლის პერიოდით ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობით, თკლი ერთი რომელიმე მხარე აღნიშმული ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე არ განაცხადებს მოცემული პირობის გამოყენების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
*
5. კონფლიქტის მხარეების მიერ მოლაპარაკებების პირობების შესრულების ეფექტური კონტროლის მიზნით იშლება მშვიდობისმყოფელთა ცენტი ცეცხლის შეწყვეტის გასაკონტროლებლად.
*
6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე უბრუნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკას ქელბაჯარის რაიონს, 2020 წლის 1 დეკემბრამდე კი - ლაჩინის რაიონს და თავისთის იტოვებს ლაჩინის კორიდორს (სიგანით 5 კმ), რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთის რესპუბლიკასთან და ამასთან ერთად არ შეეხება ქ. შუშას.
მხარეთა შეთანხმებით უახლოეს 3 წელიწადში განსაზღვრული იქნება ლაჩინის კორიდორში მოძრაობის ახალი მარშრუტის მშენებლობის გეგმა სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირის უზრუნველსაყოფად და რუსული კონტინგენტის შემდგომი გადადისლოცირება ამ მარშრუტის დასაცავად.
აზერბაიჯანის მხარე ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების ორივე მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა.
*
7. შიდაგადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე რაიონების ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომისრის სამმართველოს კონტროლის ქვეშ.
*
8. ხდება სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და დაღუპულთა გვამების გაცვლა ორივე მხარის მიერ.
*
9. იხსნება ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის ბლოკირება რეგიონში. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების დაუბრკოლებელ მიმოსვლას. სატრანსპორტო მიმოსვლის კონტროლს ახორციელებს რუსეთის ФСБ-ს (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) სასაზღვრო სამსახური.
მხარეთა შეთანხმებით უზრუნველყოფილი იქნება ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა.
0
49
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0