x
მეტი
  • 05.12.2020
  • სტატია:105529
  • ვიდეო:349199
  • სურათი:471283
პლასტმასის ბოთლებისგან მიღებული შუქი სახლებში

image
არსებობს აღმოჩენები, რომლებიც არა მხოლოდ მარტივი, არამედ გენიალურიცაა. ამას ალფრედო მოზერის გამოგონებაც ადასტურებს. ბრაზილიელმა ფიზიკოსმა ხანგრძლივი უშუქობის პერიოდში მოიფიქრა მარტივი გამოსავალი იმისათვის, რომ საკუთარ სახელოსნოში განათება მოეწყო. 2002 წელს მას გენიალური იდეა მოუვიდა თავში - ელექტრო ნათურის მაგივრად, მის სახელოსნოში პლასტმასის ბოთლები გამოჩნდა.

image
ალფრედომ ამისათვის რამდენიმე ჩვეულებრივი, გამჭვირვალე 2-ლიტრიანი პლასტმასის ბოთლები გამოიყენა. ისინი წყლითა და მათეთრებელი საშუალებით შეავსო, სახურავი შესაბამის ზომაზე გამოჭრა და ბოთლები ისე დაამაგრა იქ, რომ ზედა ნაწილი სახურავის ზემოთ ყოფილიყო, ქვედა კი ოთახში. წვიმისგან დასაცავად ბოთლების გარშემო სახურავი პოლიესტერული ფისით დაფარა.image

ალფრედო მოზერის გამოგონებაში ფიზიკის მარტივი პრინციპი მოქმედედებს: წყლით სავსე ბოთლები სინათლის გამაძლიერებელ ეფექტს იძენენ. სახურავის ზევით დატოვებულ ნაწილზე დაცემული მზის სხივი პრიზმასავით მძაფრდება და სახურავს ქვემოთ საკმაო განათებას ქმნის. მათეთრებელი საშუალება კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უშლის ხელს წყალში ხავსისა და ნალექის გაჩენას.

მზიანი ამინდის პირობებში, პლასტმასის ბოთლი ანათებს, როგორც 40-60 ვატიანი ელექტრო ნათურა.image

ალფრედო მოზერიმ გამოგონებიდან მალევე მთელი სამეზობლო გაანათა.ეს ყველაფერი არაა, ფილიპინებში არსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ბარაზილიელი ფიზიკოსის იდეა აიტაცა და მალე ადგილობრივ 140 000 მაცხოვრებელს “მოზერის ნათურებს" დაუმონტაჟებენ.

თავად ალფრედო კი გამოგონებისთვის არანაირ ჰონორარს არ ითხოვს, ის იმითაც ბედნიერია, რომ გაჭირვებული ადამიანები უშუქობაში აღარ იცხოვრებენ.

1
192
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
Mediator image
192
  
13 ნოემბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1