x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა საჰაერო-კოსმოსური ძალების "Ил-76"-მა ორი რეისი შეასრულა ერებუნის ბაზის მიმართულებით

image გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა სამხედრო, საჰაერო-კოსმოსური ძალების მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავმა "Ил-76"-მა საბორტე ნომრით 78847 მოზდოკიდან ერებუნის მიმართულებით ორი რეისი შეასრულა.
თავიდან თვითმფრინავი გაფრინდა კასპიის ზღვის მიმართულებით, შემდეგ კი ყაზახეთის და ირანის გავლით შევიდა სომხეთის საჰაერო სივრცეში და დაფრინდა სომხეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე ერებუნში.
თვითმფრინავმა აზერბაიჯანული მხარის გაფრთხილების შემდეგ, გრძელი, მაგრამ უსაფრთხო გზა არჩია სომხეთის საჰაერო სივრცეში შესასვლელად.
თავის დროზე მთიან ყარაბაღში ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის თავზე საქართველომა სასტიკი უარი განუცხადა რუსეთს ესარგებლა საქართველოს საჰაერო სივრცით.
სომხეთში გიუმრის სამხედრო ბაზაზე რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება შესაბამისი ტექნიკით.
ამ ეტაპზე საიდუმლოა თუ რა მისიას ასრულებდა აღნიშნული ბორტის ფრენები მოზდოკსა და ერებუნს შორის, საინტერესოა ხომ არ ჩაიტანა რუსეთმა აზერბაიჯანის დრონების საწინააღმდეგო მოქმედებებისათვის რაიმე სახის სისტემები თუ უბრალოდ რეგიონში ვითარების გამწვავების გამო რუსეთი ბაზის ცოცხალი ძალით და შეიარაღებით შევსებას ახდენს.

0
345
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
345