x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ მოვამზადოთ ლიმონის ქერქისგან ჰაერის, ჭურჭლისა და ტუალეტის გამწმენდი უნიკალური საშუალება?!
image
ლიმონი მეტად სასარგებლო ციტრუსია, თუმცა არანაკლებ გამოსაყენებელია მისი კანიც.კერძოდ, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს ქვაბებზე და ყავის მადუღარაზე ნადების მოსაშორებლად; ჭურჭლის სარეცხი მანქანის და უნიტაზის გასაწმენდად; ჰაერის გამწმენდად.

ლიმნის ქერქს გააჩნია ნადების მოსაშორებელი ეფექტი.სწორედ ამიტომ მისი საშუალებით შესაძლებელია სახლის გაწმენდა ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებების გარეშე.

აბაზანასა და სამზარეულოს ნიჟარაში არსებული ნადების მოსაშორებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ახლად გამოწურული ლიმონი. ქვაბებისა და მადუღარის გასაწმენდად, ჩაყარეთ ლიმონის ქერქი მათში და აადუღეთ.

განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ უნიკალური საწმენდი საშუალება, რომელიც შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ:


აიღეთ შესაბამისი ჭურჭელი და გაავსეთ ის თეთრი ღვინის ძმრით, ლიმონის ქერქებით და მწვანილის რამდენიმე ღერით. მომზადებული საწმენდი საშუალება არა მხოლოდ კარგად ასუფთავებს, არამედ სასიამოვნო სურნელსაც ტოვებს.image

ჭურჭლის სარეცხი მანქანის გასუფთავებისათვის ლიმონის ქერქები ჩაყარეთ დანა-ჩანგლის განყოფილებაში. ამგვარად თქვენ თავიდან აიცილებთ ქიმიურ სარეცხ საშუალებებს და ჭურჭელიც ბზინვარებას დაიწყებს, სარეცხი მანქანა კი ნადებისაგან იქნება დაცული.

ლიმონის ქერქისაგან ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ჰაერის გამწმენდი სპრეი. ამისათვის, ჭურჭელში ჩაყარეთ ლიმონის ცედრა, დაასხით 100 მლ. არაყი და შინახეთ თავდახურული ორი დღის განმავლობაში, შემდეგ გაფილტრეთ სითხე დოლბანდში, მოათავსეთ სპრეის ბოთლში და დაამატეთ გამოხდილი წყალი სასურველი არომატის მიხედვით.image

იმედია, სასიკეთოდ გამოგადგებათ მოყვანილი რჩევები.


ასევე საინტერესოა:


როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებისაგან?!


პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა


როგორ უნდა გაწმინდოთ ოთახის მცენარეების ფოთლები სწორად - სასარგებლო რჩევები


0
227
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0