x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
არაღიარებული "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში", აზერბაიჯანის არმიის მიერ აღებული ქალაქ შუშას შემოგარენში ინტენსიურად გრძელდება საბრძოლო მოქმედებები

image მოგეხსენებათ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა საარტილერიო მომზადების მერე დაიწყეს ქალაქ შუშას შტურმი და მძიმე ბრძოლებით დაიკავეს ქალაქი.
ბრძოლამ ქალაქის შემოგარენისაკენ გადაინაცვლა, სომხური მხარე მძიმე არტილერიით ბომბავს აზერბაიჯანელების შეტევის ზოლს, თავის მხრივ ამინდის გაუმჯობესების წყალობით აზერბაიჯანული მხარე აქტიურად იყენებს ებრაული წარმოების დრონ-კამიკაძეებს მოწინააღმდეგი სოცხალი ძალის, მძიმე ტექნიკისა და საცეცხლე წერტილების ჩასახშობად.
image ქალაქში რჩებიან სომეხი მებრძოლები, რომელთა წინააღმდეგ გაწმენდითი ოპერაცია მიმდინარეობს. მართალია სომხური მხარე ირწმუნება, რომ ქალაქი არ დაცემულა, მაგრამ რეალობა სხვაა რასაც ეთანხმება რამდენიმე ქვეყნის მედიის და პრესის წარმომადგენლები, რომელთა კორესპონდენტები მთიან ყარაბაღში იმყოფებიან.
მართალია რუსული ტელეგრამ-არხის კორესპონდენტი "გულმხურვალედ" ცდილობს საზოგადოებას აუწყოს: შუშა სომხეთის არმიის კონტროლს ექვემდებარებაო, მაგრამ ასე არაა.
ორივე მხარე განიცდის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგებს, წუხელ სომხურმა მხარემ ჩამოაგდო თურქული წარმოების დამრტყმელი დრონი "ბაირახტარი".
სომეხი ქვეითები შუშის შემოგარენში ტყეში პოზირებენ, ომის ვეტერანები დამეთანხმებიან ომში ბევრ უცნაურობას წააწყდება ადამიანი.
image აზერბაიჯანული დრონები შუშა-ლაჩინის გზაზე ანადგურებენ სომხურ მძიმე ტექნიკას.
სომხები ჰაუბიცით (Д20) აზერბაიჯანელების პოზიციებს ბომბავენ.




0
286
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
286