x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა უნდა მივიღოთ COVID 19-ის დროს-ექიმის რჩევები

image
"დაიწყეთ სისხლის გამათხელებელი საკვების მიღება. შეიყვანეთ ყოველდღიურ რაციონში: ლიმონი, ციტრუსი, ნიორი, ხახვი, ტყემალი, მჟავეები, ძმარი (უკეთესია ვაშლის), თევზეული, პომიდორი, შვრიის ფაფა, ჯანჯაფილი, ნიახური, ჭარხალი, მწარე შოკოლადი, ჟოლო, მოცვი, მოცხარი, მარწყვი, ალუბალი.
სისხლის გათხელებას ეხმარება მაგნიუმით მდიდარი საკვები.
ცხიმიანი თევზი და თევზის ქონი ხელს უწყობს უკვე წარმოქმნილი თრომბების დაშლას.
გაამდიდრეთ საკვები C ვიტამინის შემცველი პროდუქტით, რადგან ისიც ათხელებს სისხლს.
შეზღუდეთ და ნაკლებად მიირთვით სისხლის გამასქელებელი საკვები, როგოიც არის ქოლესტრინით მდიდარი საკვები, ტკბილეული, ბანანი, მანგო, ხორცის ბულიონი, K ვიტამინის შემცველი პროდუქტები, მაგალითად წიწიბურა, ნიკოტინი, ისპანახი, ჭინჭარი, სალათის ფურცლები.
რაც შეეხება ბანანს, მიუხედავად იმისა, რომ ბანანი მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს, ზოგ წყაროებში მიიჩნევა, რომ ის სისხლის გასქელებას უწყობს ხელს.
მიიღეთ დღეში 2 ლიტრამდე სითხე, უმჯობესია სუფთა წყალი ან სახლში მომზადებული ციტრუსის წვენი.
გადაანაწილეთ სითხის მიღება დღის განმავლობაში 5 - 6 ჯერად, რათა სისხლში სითხის კონცენტრაცია მუდმივად იყოს. ეს სისხლის გასქელებას შეუშლის ხელს.
მიიღეთ ძილის წინ ერთი ჭიქა წყალი.
ხოლო მათ ვინც ამა თუ იმ მიზეზით საკვებიდან ვერ ღებულობს ზემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებს გირჩევთ ჩაიტაროთ ვიტამინოთერაპია.
მოზრდილთათვის:
- ვიტამინი C სადღეღამისო დოზაა 1000მგ
- ვიტამინი D3 სადღეღამისო დოზაა 2000მგ
ომეგა 3 ( ნიუვიტი ომეგა3 ) ანუ თევზის ქონის სადღეღამისო დოზაა 1000მგ ანუ ერთი კაფსულა დღეში." წერს პირველი საუნივერსიტეტო კლინკის რადიოლოგი, ექიმი ლანა ეზიეშვილი
0
582
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0