x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ოჯახმა არ იცოდა, რომ 40 წლის განმავლობაში ტუალეტში განძი ეკიდა
image



40 წელი ჩვეულებრივ, უბრალო ოჯახს უნიტაზის თავზე ნამდვილი განძი, ბებიისგან დატოვებული, მარია -ანტუანეტის სარკე ეკიდა და არ იცოდა - იუწყება foxnews.com.




48 x 38 სმ ზომის სარკე ჩადგმულია კაკლის ხის ჩარჩოში და ამშვენებს აბრა წარწერით: „ეს სარკე ოდესღაც ეკუთვნოდა მარია ანტუანეტას და შეძენილი იქნა ნაპოლეონის ნივთების გაყიდვის აუქციონზე“ .




imageimage




სავარაუდოდ, სარკე შეძენილი იქნა ნაპოლეონ III-ის მეუღლის, ევგენიას მიერ, რომელიც შეპყრობილი იყო საფრანგეთის დედოფლით. 1950 -იან წლებში კი ანტიკვარიატი შეიძინა ამჟამინდელი მფლობელის ოჯახის მეგობარმა.






როცა პირვანდელი მფლობელი 80-იან წლებში გარდაიცვალა, სარკე გადაეცა ახლანდელი მფლობელის ბებიას. სარკეზე მიმაგრებულ აბრას ყველა მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობად მიიჩნევდა.


image

image


„მსგავს შემთხვევებში ყველაფერი დამოკიდებულია წარმომავლობაზე. სარკეს შესანიშნავი დასაბუთებული კვალი აქვს- ის ფაქტიურად 1880 წელს კენტში განსვენებული ნაპოლეონ III-ისთვის გამართულ კამდენ-ჰაუსის აუქციონის კატალოგში გამოჩნდა“, -თქვა აუქციონისტმა ენდრიუ სტოუმ.



ვარაუდობენ, რომ ეს საგანი რამდენიმე ათას დოლარად გაიყიდება, როდესაც ბრისტოლში East Bristol Auctions-ის აუქციონზე იქნება გაყიდვაში წარმოდგენილი.



„როდესაც ჩვენი ყურადღება სარკემ პირველად მიიპყრო, ჩვენ, რა თქმა უნდა ძალიან გვინდოდა მისი ისტორიის შესწავლა. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს არაჩვეულებრივი შემთხვევა აღმოვაჩინეთ, ნივთი ნამდვილად უნიკალური გახდა. თავად აზრი, რომ ერთერთი ცნობილი ისტორიული პიროვნება იცქირებოდა ამ სარკეში - წარმოუდგენლად გეჩვენება“, - განმარტავს აუქციონისტი.





თქვენც ხომ არ ინახავთ ბებიის და ბაბუის დანატოვარ ძვირფას ნივთებს?



იხილეთ ასევე:




image

თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული პრინციპების არსებობა - წერს Stiri Actuale. სანამ იმას აკეთებთ, რისიც გჯერათ, თქვენი სინდისი სუფთაა, თქვენი გონება და სული სრულ ჰარმონიაშია. მაინც, რომელი პრინციპებია უნივერსალური ყველა ადამიანისთვის? აი ისინი: 1. გაიღვიძეთ მ...



image



როდესაც ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, სანამ ცოლად გაჰყვები, ცდილობ, რაც შეიძლება კარგად გაიცნო. სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე ქორწინება განქორწინებით სრულდება. თუ თქვენ უკვე გადატანილი გაქვთ განქორწინება, სავარაუდოდ, თქვენც გამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისეთი იდეალური...


image




განვითარებული ქვეყნისთვის წარმოუდგენელი და მოულოდნელი წესები. აქ ყოველთვის სისუფთავეა, არ ხდება აჯანყება, არეულობა და კარცერიც კი არ არსებობს. მსჯავრდებულები კი არიან წყნარად, როგორც თაგვები. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველები იაპონურ ციხეებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ციხეებს უწოდებენ . არა

1
4007
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
4007
  
2020, 13 ნოემბერი, 22:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1