x
image
Lerato
Mediator image
პატარა სახლი, რომლის პრაქტიკული და კომფორტული ინტერიერი ნამდვილად მოგხიბლავთ!

image


სათანადო დაგეგმვისა და კარგი დიზაინის წყალობით, პატარა სახლი შეიძლება საოცრად გამოიყურებოდეს და ამავე დროს ძალიან პრაქტიკულიც იყოს. ეს სწორედ ის არის, რასაც ელი და დენი მადსენების მიერ შექმნილ პატარა სახლებში აღმოაჩენთ Paradise Tiny Homes ვებ გვერდზე. ეს მშვენიერი ნაგებობა, რომლის ზომებია 24’ x 8’ x 14’ და აგებულია ჩვეულებრივ 24 ინჩიან ტრეილერზე. შიდა ინტერიერის ფართი 24 კვ.მ.-ზე ოდნავ მეტს შეადგენს, რაც ნამდვილად არ არის ბევრი, თუმცა, გაოცდებით რამდენად დიდი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს ის.



image


რაც შეეხება ექსტერიერს, პატარა ხის ვერანდა გემბანის სტილში საოცარ იერს მატებს საცხოვრებელს. აქ აღმოაჩენთ პატარა ბარს, ასაწევი ფანჯრით, რომელიც ტენტის ფუნქციას ასრულებს, ორ ბარის სკამს და დამატებით სივრცეს სხვა ავეჯისთვის, როგორიცაა: სავარძელი და პატარა მაგიდა. შიგნით პატარა სამზარეულოა ფართო ფანჯრით, რომელიც სრულად იღება და პირდაპირ ბარის ფანჯრას უყურებს.


მაღალი ჭერი დიდი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაც სეეხება იატაკს, პატარა სახლისთვის მისაღები პრაქტიკული ხერხით არის დაგებული. მყუდრო მისაღები ოთახი წარმოდგენილია დიდი მრგვალი ფანჯრით და ელეგანტური სასაუზმო ბარის დახლით, რომელიც მას შუაზე ჰყოფს. ეს ბუნებრივი სინათლის არაჩვეულებრივი წყაროა და ამასთან, საინტერესო და უცხო იერს აძლევს ინტერიერს.


image

განსხვავებული ფორმისა და ზომის ფანჯრები სტრატეგიულად არის მიმობნეულია პაწაწინა სახლის სხვადასხვა ზონაში.

image

სახლის ინტერიერის ძირითადი ელემენტი დიდი წრიული ფანჯარაა, რომელსაც ბარის დახლი შუაზე ჰყოფს.

image

საძინებელი ზედა სართულზეა რკალისებური ჭერით და ძელებით. კედლებს კი მოგრძო ფორმის ფანჯრები აქვს ჩაყოლებული.

image

საძინებელში არ არის დიდი სივრცე კარადებისთვის, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა სათავსოებიანი საწოლის შეკვეთით არის შესაძლებელი.

image

სააბაზანო პატარაა, მაგრამ საკმარისი სივრცეა პირსაბანის კუთხისა და საშხაპესთვის.

image

სამზარეულოს ერთ-ერთი დიდი ფანჯარა გარეთ იწევა ვერანდის მხარეს, სადაც ბარია მოწყობილი.

image


image

მისაღები ოთახი პატარა და მყუდროა, თუმცა დიდი სივრცის შთაბეჭდილება იქმნება A-ფორმის ჭერის წყალობით.

image

image

ფანჯარა ღია მდგომარეობაში ტენტის ფუნქციას ასრულებს ვერანდის მხრიდან.

image

სააბაზანოში დამონტაჟებულია სამი ფანჯარა – ერთ-ერთი საშხაპეს თავზე, რაც ღი ბუნებრივი სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის.

image

მიუხედავად იმისა, რომ სახლი პატარაა, მასში ბევრი სახასიათო ელემენტია, არის ძალიან კარგად დაბალანსებული და მოფიქრებული დიზაინი.



ასევე დაგაინტერესებთ:


თექისგან დამზადებული საოცრად ლამაზი 80 ნივთი


საოცნებო პატარა სახლი ბორბლებზე დახვეწილი ინტერიერით


რემონტი და დიზაინი: უხეში სტილი - უბრალოება და სიმარტივე ინტერიერში. 45 ორიგინალური იდეა


60 არაჩვეუულებრივი იდეა ბაღის და ეზოს მოსაწყობად (ნაწილი I)


55 არაჩვეულებრივი იდეა ბაღის და ეზოს მოსაწყობად (ნაწილი II)


45 ყველაზე კრეატიული თარო წიგნებისთვის


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


0
63
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0