x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ხალხო!!! მორჩით ქართულ მედიცინაზე და ქართველ მედიკოსებზე ღლიცინს და იაზვობას, , მორჩით ჯიუტობას"-ნინო გურჯიშვილი
image


ავსტრიაში მცხოვრები დიზაინერი ნინო გურჯიშვილი სოციალურ ქსელში ამ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდვითარებას აღწერს და წერს:



„ავსტრიაში ვარ და გიყვებით რეალურ, აქაურ მდგომარეობას ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით. სრული დაზღვევის მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს ყველა სიმპტომი, რეკავს ქოლცენტრში ტესტის ჩასატარებლად, პასუხობენ, რომ დაუკავშირდებიან, ცოტახანში რეკავენ და მეორე დღეს! იბარებენ წითელი ჯვრის (ქუჩაში დგას კარავი) პუნქტში, მანქანიდან გადაუსვლელად აგიღებენ ნაცხს, გაყინავენ და მიაქვთ 40კმ დაშორებით სხვა ლაბორატორიაში.


პასუხი იქნება 4!!!! დღეში თუ შაბათი-კვირა არ გამოეჩხირა, ანუ 6 დღე შეიძლება უყო დაავადებული პასუხის მოლოდინში, შეგიძლია კერძო ტესტი გაიკეთო 120 ევროდ, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს. და ისიც 2 დღეში იქნება, სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი წამლებს და მკურნალობას არ გინიშნავს, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხება, ხარ თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში, ჰოსპიტალში რა ხდება არ ვიცი!



ხალხო!!! მორჩით ქართულ მედიცინაზე და ქართველ მედიკოსებზე ღლიცინს და იაზვობას, , მორჩით ჯიუტობას, იყავით კანონმორჩილები, მიყევით რჩევებს და რეგულაციებს და იყავით მადლიერები იმისა, რასაც საქართველოში ჩვენი და სხვა მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ გაკეთდა და კეთდება, 3 მილიონ საწოლს ვერ დადგამენ და ყველა დაწესებულებას სტაციონარად ვერ აქცევენ, ეცით პატივი ერთმანეთს და თქვენს გვერდით მდგომს, დაიცავით რეგულაციები, მორჩით ტუსოვკებზე და რესტორნებში წანწალს!!!

P.S
აქ დაწერილი არც ერთი სიტყვით არ მინდა შეურაცხვყო ან გავაკრიტიკო ავსტრიის სამედიცინო სფერო და კერძოდ, არც ერთი მედიკოსი. მეცნიერებამდე დაყვანილი ყველა მათი ქმედება, დიდი პროფესიონალიზმი და მკურნალობის ტექნოლოგიები მხოლოდ უმაღალეს შეფასებას იმსახურებს, ამას ჩემი გამიცდილებით ვწერ.
იმედია, ეს ყველაფერი როდესმე დამთავრდება“, - წერს ნინო გურჯიშვილი სოციალურ ქსელში.

image

ავსტრიაში (8, 3 მლნ. მაცხოვრებელით) დღეისთვის 153 000 ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 1411 ადამიანი, გასული დღე-ღამის განმავლობაში ავსტრიაში 8241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გარდაიცვალა 37, მთლიანად გამოჯანმრთელდა 91 000..


1
268
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
268
  
2020, 8 ნოემბერი, 17:33
დაეტიე რა სადაც ხარ!ან აქ ჩამობრძანდი რეალობაში!ყველა რომ ჭკუას გვასწავლის აქ რა ხდება!
0 1 1