x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვოლტის მოფლირტავე კურიერი სამსახურიდან გააგდეს
image


კლიენტთან ფლირტში დადანაშაულებული ვოლტის ყველაზე ცნობილი კურიერი, რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარულია, კომპანიამ ოფიციალურად დასაჯა. ჯერ გაფრთხილება მისცა, შემდეგ კი ხელშეკრულება გაუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ვოლტ-შიც ადასტურებენ. მიტანის სერვისის - „ვოლტის“ კურიერი სამსახურში 7 ნოემბერს დაბრუნდა და იმავე დღეს გაუუქმდა კონტრაქტი. ოთო გიორგაძეს ეცვა სვიტერი, რომელზეც ეწერა - „სხვათაშორის ძალიან კარგად გამოიყურებით“ - ფრაზა, რომელიც მანამდე, სამსახურიდან მისი დათხოვნის მიზეზი გახდა.


არადა ამ დღეების განმავლობაში ვოლტმა რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება და აღნიშნავდა, რომ კურიერის სამსახურიდან გაშვებას არ აპირებდა და მხოლოდ დროებით დასჯიდა.


კომპანია WOLT-მა ყველაზე ცნობილ კურიერთან ოთო გიორგაძესთან თანამშრომლობა საბოლოოდ გაწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ნატალია ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. "ვოლტის" გენერალურმა მენეჯერმა, ნატალია ხიზანიშვილმა თქვა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი იყო არა უშუალოდ სვიტერზე გაკეთებული წარწერა, არამედ თავად ოთო გიორგაძის დამოკიდებულება მომხდარი ფაქტის მიმართ - კომპანიისთვის აშკარა გახდა, რომ მომხდარს კურიერი არ ნანობდა.



„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ის კომპანიის თანამშრომელი არ ყოფილა. მასთან ხელშეკრულებით ვთანამშრომლობდით. მომხმარებლის პირადი ინფორმაციის საკუთარი მიზნებით გამოყენების შემდეგ კი, მიეცა გაფრთხილება და ჩაუტარდა განმეორებითი ტესტი. მან ტესტი წარმატებით შეასრულა, თუმა როგორც აღმოჩნდა, მისი იდეოლოგია არ ემთხვევა კომპანიის ხედვებს. ჩვენთვის მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გაშვებისა“

-- გადაწყვეტილება როდის მიიღეთ? ამის მიზეზი დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოა?

- გადაწყვეტილება დღეს (7 ნოემბერი) მივიღეთ, თუმცა ეს არ უკავშირდება ფოტოს. ეს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცულობას უკავშირდება.

-- გაქვთ ინფორმაცია, რომ მან მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია პირადი მიზნებით სხვა დროსაც გამოიყენა?

ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ“ - აღნიშნეს კომპანიაში.

.

ყველაფერი კი ძალიან მარტივად მოხდა. გოგონამ ვოლტის კურიერი გამოიძახა, კურიერმა შემკვეთს დაურეკა და აცნობა, რომ შეკვეთა მისამართზე უკვე მიიტანა. მისი გადაცემის შემდეგ კი უკან დაბრუნებულმა კლიენტის ტელეფონის ნომერი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და სმს მისწერა, სადაც ფლირტის შემცველი შინაარსი იკითხებოდა.


image

.

კლიენტი გოგონა მოულოდნელ შეტყობინებაზე არ დაიბნა და მკაცრად უპასსუხა, რომ შეეძლო მისთვის ეჩივლა და სამსახური დაეკარგინებინა. მანვე სოციალურ ქსელში გაავრცელა ამ მიმოწერის ამსახველი სქრინი. ფოტოზე ჩანს, რომ მის ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები ღამის 2 საათის შემდეგაა შესული.


მას შემდეგ ეს ამბავი და მათი მიმოწერა ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელებს და ყველაზე პოპულარულ ისტორიად იქცა. ბევრი იცავდა, ბევრიც აკრიტიკებდა კურიერს, რომელიც კლიენტის გარეგნობამ ისე მოხიბლა, კონფიდენციალური ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. საზოგადოების ნაწილი კურიერის მხარეს აღმოჩნდა, ნაწილი კი გოგონას ემხრობოდა.


ამის შემდეგ გიორგაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბოდიში მოიხადა მომხმარებლის პირადი ნომრის გამოყენებისთვის. ბოლოს კი მომხმარებლებს ურჩია, როცა კურიერი მოდის, „ხალათი მაინც მოიცვითო“.


ამ დრომდე მომხდარი სკანდალის ირგვლივ მხოლოდ გოგონას და თავად კომპანია „ვოლტის” პოზიცია იყო ცნობილი. ახლა კი საჯაროდ თავად კურიერი ალაპარაკდა. მან რამდენიმე საათის წინ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა. ამის შემდეგ ის მომხდართან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო, თუ რას გულისხმობდა, რადგან არ უთქვამს, რომ გოგონას იმის გამო მისწერა, რომ ის ნახევრად ჩაცმული იყო და ამან მოახდინა მისი პროვოცირება.


„მე იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ჩემი ინტერესი ულამაზეს სახესთან ერთად მისმა უნაკლო სხეულმაც გამოიწვია. ვხვდები და ვაანალიზებ, რომ სამსახურებრივ მოვალეობას გადავაჭარბე, მაგრამ ეს გოგო იმდენად მომეწონა, თავს უფლებას ვერ მივცემდი კომპლიმენტი არ მეთქვა. მე მაპატიეთ. მეგონა, უწყინარი კომპლიმენტით არაფერს დავაშავებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცუდად გამომივიდა“, – წერს კურიერი.


გოგონა წერდა, რომ ღამის საათებში გამოიძახა საკვები, პანდემიიდან გამომდინარე მიუთითა, რომ კართან დაეტოვებინათ შეკვეთა, თუმცა კურიერმა ზარი დარეკა, მან კი კარი გაუღო, შეკვეთა აიღო და დაემშვიდობა.


„ვიყავი სახლის ფორმაში, მოუშორებელი – სახეზე გადაშლილი მაკიაჟით, შორტით და თეთრი პერანგით. გასვლიდან რამდენიმე წუთში ჩემს პირად მობილურის ნომერზე მომდის შეტყობინება „სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურებოდით“, – წერდა გოგონა, რომელიც აღნიშნავდა, რომ პირველ რიგში ყველამ უნდა შეინარჩუნოს თავისი სამსახურებრივი ნორმები და კურიერმა, ტაქსის მძღოლმა, ბანკის თანამშრომელმა და სხვა მომუშავე პირებმა არ უნდა ისარგებლონ მათთვის მისაწვდომი საკონტაქტო ინფორმაციით როგორც სამსახურში, ასევე სამსახურს გარეთ, რადგან ეს ელემენტარული სამსახურებრივი ეთიკაა.


ამ ინციდენტის გამო „ვოლტმა“ კურიერს 10 დღით მიტანის სერვისის განხორციელების უფლება შეუჩერა.



0
232
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0