x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ უნდა გადაიქციოთ დემოტივაცია მოტივაციად...
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი ფაქტი ან მოვლენა, რომელიც არასოდეს ავიწყდება...

დრო გადის, უცნაური სისწრაფით გადის.უამრავი დეტალი დავიწყებას მიეცემა ხოლმე, შესაძლოა ისეთი დეტალიც უახლეს პერიოდში რომ მოხდა, მაგრამ რაღაც კონკრეტული ძალიან შორეულ წარულში მომხდარი შეიძლება სულ გვახსოვდეს.

ეს კონკრეტული ამბავი შესაძლოა ისეთი უმნიშვნელო იყოს, მაგრამ თან უამრავი ემოციის მატარებელი. ამბებთან ერთად შეიძლება შემხვედრმა ადამიანებმაც დატოვონ უდიდესი კვალი. ისეთი კვალი, რომ მოტივაციის ან დემოტივაციის წყაროები გახდნენ ჩვენი ცხოვრებისთვის...ან იქნებ ისეთებიც დემოტივატორად რომ გამოჩნდნენ და მომავალში სწორად ის გამხდარა თქვენი მოტივაციის მიზეზი, თქვენი სრულყოფისა და განვითარების წამქეზებელი...

ამბავი, რომელიც მინდა გავიხსენო შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ წამკითხველს აუცილებლად გაახსენდება ოთხმოცდაათი წლების პერიოდი, იმდროინდელი განათლების სისტემა, დამოკიდებულებები და შეიძლება საკუთარი წარსულიც კი დაინახოს...


მოქმედება იმ დროს ხდება, როცა ალბათ ათი წლის თუ ვიქნებოდი, მიუხედავად ამისა ყველაფერი კარგად მახსოვს.მეხუთე კლასში რომ გადავედი, გვითხრეს რომ ახალი ქართულის მასწავლებელი გვეყოლებოდა.


image

ყველაფერი ჩვეულებრივ დაიწყო. ქართულის ახალი მასწავლებელი ძალიან მოწესრიგებული, გარეგნულად ნამდვილი პედაგოგი იყო. იმ დროს გემახსოვრებათ საკლასო გარემო როგორ გამოიყურებოდა სკოლებში, თუმცა არ ვიცი რატომ ან როგორ მისი ოთახის ყველა მერხი იყო ახალი და პრიალა, სუფთა ზედაპირით, ყველა სკამი იყო ერთნაირი და შესაბამისად ისიც მოვლილი, ფარდები გემოვნებით შერჩეული და ფანჯრები ყოველთვის გაწკრიალებული. რაც შეეხება მასწავლებელს იყო ყოველთვის მოწესრიგებული, ერთნაირად გადავარცხნილი თმებით შუბლზე, მკაცრი გამოხედვით, ცივი სახით და ამაყი სიარულის მანერით გამორჩეეული...მისი ერთი ნათქვამი საკმარისი იყო ყველა პატარა თუ უფროსი კლასელისთვის.

მასწავლებელს სახელად თინას, ერთი განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდა. უნდა გვეწერა აუცილებლად განიერ, ძველებურ რვეულში (რომელიც აღარ იშოვებოდა და ვაგზალზე უნდა გვეყიდა სპეციალურ ადგილას) და უნდა გვქონოდა მელნიანი კალამი...ეს ინფორმაცია პირველ გაკვეთილზევე გვითხრა, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე ყიდვა.დასაწერი დავალება როდესაც მოგვცა, ვიფიქრე დავწერ ამჯერად ჩვეულებრივ რვეულში და ჩემი ლამაზი კალიგრააფით მოვხიბლავ, არაფერს აღარ მეტყვის-მეთქი.მოკლედ ძალიან რომ არ გავაგრძელო, გაკვეთილის მსვლელობისას როგორც ხდებოდა, ზემოთ ხსენებულმა ცივსახიანმა თინა მასწავლებელმა დავალების შესამოწმებლად ჩამოიარა... ოცდაათ მოსწავლიან კლასში მხოლოდ მე აღმოვჩნდი ისეთი მოთხოვნილი ნივთები რომ არ მქონდა, ჩემ კუთვნილ 48 ფურცლიან რვეულს ყდის წვერში ისეთი ზიზღით მოკიდა ხელი ჩემი ლამაზი ნაწერისთვის არც დაუხედავს და შემოსასვლელი კარისკენ მოიფრიალა, რაღაც " არამასწავლებლური" ტექსტით, რომელიც ძალიან კარგია რომ არ მახსოვს. თუმცა მახსოვს ჩემი დაბნეული მზერა და ფიქრები, სირცხვილის გრძნობა და კლასიდან გაქცევის სურვილი, ყელში მოწოლილი ბურთი, რომელსაც ვცდილობდი თვალებიდან ცრემლებად არ ამოეფრქვია.

სახლში მისვლისთანავე დედას ვთხოვე სასწრაფოდ ეს კალამი და რვეული შეეძინა ჩემთვის, თუნდაც არ ეყიდა პური, შაქარი ან მსგავსი საჭირო პროდუქტი, მაგრამ აუცილებლად იმ დღესვე უნდა მქონოდა კალამი... მიზეზი კი ასეთი დაჟინებული მოთხოვნის არ მომიყოლია.

მეორე დღეს მოთხოვნის შესაბამისი დავალებით გამოვცხადდი, თუმცა ცოტა აფორიაქებული და ნაწყენი, რაც რა თქმა უნდა თინა მასწავლებელს არ შეუნიშნავს... მეორე და მესამე დღეს შედარებით მშვიდად ვიყავი. ის იყო საკლასო გარემოზე გულაცრუებულს მიბრუნდებოდა განწყობა, რომ აღმომაჩნდა კიდევ ერთი "პრობლემა"...მელანი, რომლითაც კალმის შიგნითა ნაწილი ივსებოდა, არ მქონდა. ვერ შემიძინეს... აღარ დავკონკრეტდები მიზეზზე..."უმელნობას " დავალების შესრულებაში ხელი რომ არ შეეშალა თინა მასწავლებლის "მარაგით" ვსარგებლობდი... იმ შემთხვევისთვის თუ ვინმეს კლასში დაუმთავრდებოდა მელანი მასწავლებელს გაპრიალებულ რაფაზე ედო მელნით სავსე "ნახევარლიტრიანი ბანკა". გაკვეთილის დასრულების შემდეგ მორიდებით ვავსებდი და წინასწარ ვზრუნავდი სახლში შესარულებელ დავალებაზე... ჰოდა ერთი ასეთი მორიდებული და ფრთხილი მცდელობის დროს, თან ღელვით, მეგონა მიხვდებოდა რა მიზეზის გამო ვაკეთებდი ამას ... ხელი მელნით სავსე ბანკაზე ისე გამეკრა, რომ წაიქცა... დაიღვარა გაკრიალებული რაფიდან მერხზე და იქიდან იატაკზეც... დაბნეულობისგან არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ თინა მასწავლებლის მრისხანე ხმამ მალე გამომიყვანა გაურკვევლობიდან, ანუ კლასის გარეთ...

კლასიდან როგორ აღმოვჩნდი ჩემ სადარბაზოსთან - გაწითლებული, შერცხვენილი არ მახსოვს, არც ის მახსოვს ბოლო გაკვეთილი იყო თუ არა, უფრო ალბათ არა... მოვრბოდი რომ დედასთვის ყველაფერი მეთქვა ~, მოვრბოდი რომ დედასთვის სკოლიდან გადაყვანა მეთხოვა...გაბრაზებული მაგრამ ძლიერი, მეორედ მოწოლილ ბურთს რომ აკონტროლებდა და თავს ქუჩაში ტირილის უფლებას არ აძლევდა...

შერცხვენილი და სახეაწითლებული კორპუსთან გავჩერდი, რომ ამომესუნთქა და საკმაოდ დაღლილს გზა მეცხრე სართულამდე გამეგრძელებინა... მაშინ "ლიფტი" არ იყო... იყო უბრალოდ ფორმალურად...მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია რომ გავჩერდი, ამოვისუნქე და რას ვხედავ ... ჩემი ახალი, თეთრი ბოტასები ცალ მხარეს იასამნისფერი წვეთებით იყო "გაფორმებული " ... აქ კი ვეღარ შევიკავე თავი და ცხარე ცრემლით ავტირდი, მეცხრემდე ისე ავირბინე დასვენების სურვილი აღარ გამჩენია...

გადავედი...

სკოლიდან გადავედი...

მართალია, საერთოდ აღარ მინდოდა სკოლა, აღარ ვენდობოდი არავის და არავისგან ველოდი ნუგეშს, მაგრამ შემდეგ განვითარებული მოვლენებით ჩემ სასკოლო ცხოვრებაში ძალიან კმაყოფილი ვარ .

რაც შეეხება მკაცრი გამოხედვით, ცივსახიან, უცნაური თვისებების მქონე თინა მასწავლებელს შემთხვევითაც კი არ შევხვედრილვარ ... ალბათ ახლაც რომ შემხვდეს, ამდენი წლის შემდეგ მაინც ვიცნობ... ვიცნობ გამოხედვით, დაყენებული, ერთნაირად დაყენებული თმებით და ამაყი სიარულის მანერით...

სამწუხაროდ, ჩვენ თაობას გვიწევდა თავის დასამკვიდრებლად და საპოვნელად სხვადასხვა ბარიერების გადალახვა, თუმცა წარმატების მისაღწევად არც ისე კარგია ბავშვობაში თავს გადახდენილმა "ამბავმა " გაგაძლიეროს...

როგორც ყველა შემთხვევში აქაც ვეცადე პოზიტივი დამენახა და ჩემ ცხოვრებაში დემოტივატორად გამოჩენილი ადამიანი მოტივაციად გადამექცა ... გადავწყვიტე ვყოფილიყავი მასწავლებელი და თავიდანვე ვიცოდი როგორი არ უნდა ვყოფილიყავი !!!

ბავშვებს სწავლის გარდა გარემო სჭირდებათ, სითბო, მეგობრობა და სიყვარული... არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის, მაგრამ მცდელობა მაქვს ყოველდღიურად ვხვდებოდე რა სწყინთ, რა მოსწონთ, რა ახარებთ... იმ დროს ჩვენი გრძნობები არ ადარდებდათ, ყველას არა რა თქმა უნდა ... ხსენებული მასწავლებლის მსგავსებს ვგულისხმობ... ასეთები, რომელსაც ნამდვილად ექნებოდა ბევრი დადებითიც, თუნდაც ის რომ მე დამაფიქრა პროფესიაზე იშვიათად იყვნენ, მაგრამ იყვნენ...აი, დღეს კი ვფიქრობ ამ მხრივ მთლიანად შეიცვალა ყველაფერი... დამოკიდებულებეი დაიხვეწა და დღევანდელი მასწავლებლები იმას აქცევენ ყურადღებას რაზეც ადრე არც ფიქრობდნენ.

მინდა ბევრი ბედნიერი ბავშვი ფერადი სასკოლო ცხოვრებით, რომელსაც ტკბილად მოიგონებს ...

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0