x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩვენი პლანეტის გიგანტური ხეები, რომელთა თვალწარმტაცი სილამაზე დაგატყვევებთ


image




ჩვენი სამყარო მდიდარია ფერადი, ლამაზი მცენარეებით, ცხოველებით, ფრინველებითა და მწერებით, თუმცა არსებობს განსაკუთრებით გამორჩეული საგნები. ეს ითქმის ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდ ხეებზე, რომელთა სილამაზეც თვალს მოგტაცებთ. ისინი განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულზე, მაისში არიან, როცა ყვავილობენ და მთელი თავიანთი დიდებულებით წარმოგვიდგებიან.


1.გლიცინია

(145 წლის ხე იაპონიაში)




image


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ხანდაზმული ხე, გლიცინია ხარობს იაპონიის ქალაქ ტოჩიგას პარკში. ის თითქმის 150 წლისაა. მისი საოცარი მეწამული ყვავილები მტევნებადაა ჩამოკიდებული და უზარმაზარ ყვავილების კარავს ქმნის. გლიცინიას ტოტები ემაგრება სპეციალურ საყრდენებს ისე, რომ დამკვირვებლებმა ადვილად გაიარონ ფერად ბუჩქებს შორის. იგი ყველაზე შთამბეჭდავია ყვავილობისას, აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე.


2.დიდტოტებიანი ნეკერჩხალი

აშშ-ში




image


მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ნეკერჩხლის ხე იზრდება აშშ-ში, ვაშინგტონის პარკში, პორტლენდის იაპონურ ბაღში. თითქოს მის ფოთლებზე თავმოყრილია ცისარტყელას ყველა ფერი. 60-იან წლებში იაპონელმა ლანდშაფტის დიზაინერმა ტაკუმა ტონომ შექმნა ბაღი ვაშინგტონის პარკის ტერიტორიაზე და ნათელი ნეკერჩხალი გახდა მისი მთავარი მშვენება, მარგალიტი.


3.ოქროსფერი ტაბებუია

პარაგვაიში



image


ტაბებუიას შეხვდებით მხოლოდ ტროპიკულ განედებზე, მხოლოდ აქ არის ხელსაყრელი პირობები მისი გახარებისათვის. ტაბებუიას ტოტებზე ყვავილებს აქვს ხასხასა ყვითელი შეფერილობა. მას აქვს მკვეთრად ყვითელი ჩრდილი, რის გამოც ტაბებუია განსაკუთრებით უყვართ ლანდშაფტის დიზაინერებს და ამ დეკორატიულ ხეს ხშირად იყენებენ ეზოებისა და ხეივნების გასალამაზებლად. პარაგვაიში ტაბებუია აღიარებულია სილამაზის ეროვნულ სიმბოლოდ.




3.იასამნისფერი ჟაკარანდა არგენტინაში




image


მარადმწვანე ჟაკარანდა ტროპიკების მოყვარული ხეა. მისი სამშობლოა არგენტინა, თუმცა დღეისათვის თბილ კლიმატურ პირობებში ჟაკარანდას სილამაზით ტკბობა შესაძლებელია სხვა ქვეყნებშიც.



4. ალუბლის ხეების ხეივანი

გერმანიის ქალაქ ბონში



image


არ არსებობს იმაზე რომანტიკული ადგილი, ვიდრე ეს გერმანიის ქალაქ ბონში გიგანტური ალუბლების ხეივანია. სამწუხაროა, რომ ეს ულამაზესი ხეები წელიწადში მხოლოდ 2 კვირით ყვავილობს.


5.ბამბუკების კორომი

იაპონიის ქალაქ კიოტოში



image


კიოტოს ბამბუკების კორომი სავსებით იდუმალი და მყუდრო ადგილია. ხეივნის ცოცხალმა მწვანე მორთულობამ შეუძლებელია, არ გაგაოცოთ, თითქოს ბამბუკის ღეროები ზეცას აღწევენ.



6.კიპარისების ხეივანი

იტალიის ქალაქ ტოსკანაში



image


კიპარისების დაუსრულებელი ხეივანი ტოსკანაში მთელ მსოფლიოში ცნობილია. იგი წარმოადგენს ადგილობრივთა სავიზიტო ბარათსა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.


7.ბუგენვილეა

საბერძნეთის კუნძულ კოსზე



image



8. სამეფო დელონიქსი,

მეტსახელად "ცეცხლის ხე",

ბრაზილიაში

image




9. ბაობაბის ხე

მადაგასკარზე



image


10.დრაკონის ხე

იემენში



image



0
251
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0