x
image
ლანა92
"შარშან უფრო საშინელი, ცივი ქარი ქროდა.."

image




ზამთარია


ზამთარია, სიცივეა,

შემოდგომა მიდის,

მეშინია სიცივისა,

ზამთარი რომ მოდის.

შარშან უფრო საშინელი,

ცივი ქარი ქროდა,

მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ,

სულ არ მეშინოდა.

ნუთუ მართლა შეგეშინდა

ზამთრის სიცივისა,

მაშინ რატომ მიმატოვე,

ვის მივმართო, ვისა?!

ვინ გაგითბო, ვინ გაგითბო

გაყინული გული,

ან მე რად მაქვს, ჩემო კარგო,

ასე ცივი გული?!

გაზაფხულდა, დამიბრუნდი,

დამიბრუნე გული,

გაზაფხულო, დამიბრუნე

ძველი სიყვარული.

ზამთარია, სიცივეა,

შემოდგომა მიდის.



ავტორი: თამაზ ჯორბენაძე

0
217
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0