x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ანადგურებენ ზოდიაქოს ნიშნები საკუთარ ცხოვრებას? -ახსნა თითოეული ნიშნისთვის
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.


image


მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.



ჩვენი ცხოვრების პატრონები და გამგებლები ჩვენ ვართ, მაგრამ ყოველთვის როდი ვაშენებთ ბედნიერების კოშკებს? აი, როგორ შეუძლია ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს დაანგრიოს საკუთარი ცხოვრება.




☞ ვერძი - (21 მარტი - 19 აპრილი). თქვენი ნეგატივით ანადგურებთ საკუთარ ცხოვრებას და აძლევთ თავს უფლებას იცხოვროთ მასში, გარშემო კი არ სურთ, რომ იყვნენ ამის ნაწილი. ფიცხი ხასიათი და ჯიუტი ბუნება ბევრ უბედურებას მოგიტანთ.



☞ კურო (20 აპრილი - 21 მაისი). თქვენ ანადგურებთ თქვენს ცხოვრებას და მიზნებს მანამ, სანამ სრულყოფილებამდე მიიყვანთ. აკონტროლებთ ყველას და მოვლენებს და გიჭირთ იმის აღქმა, რომ არ გაქვთ უფლება სხვების კონტროლის. მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის.



☞ ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი). საკუთარ ცხოვრებას ანადგურებთ უმოქმედობით. არ იცით რა გსურთ, ამიტომ ეთანხმებით სიყვარულს, კარიერას, რომელიც ბედნიერებას არ განიჭებთ და ამით გულს ტკენთ გარშემომყოფებს.



☞ კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი). ცხოვრებას ინადგურებთ სხვების მოთხოვნილებების საკუთარზე მაღლა დაყენებით. ძალიან ემოციური ხართ, ამიტომ ხშირად კარგავთ საკუთარ თავს. ხშირად, იმაზე მეტად გიყვართ, ვიდრე საჭიროა და ამით ჩრდილავთ საკუთარ პიროვნებას.



☞ ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო). თქვენს ცხოვრებას ანადგურებთ ემოციების დამალვით. უნდა გახსოვდეთ, რომ მგრძნობელობის ჩახშობა, სიმხდალის ნიშანია. ოსტატურად ახერხებთ იყოთ ვითომ გულგრილი, სინამდვილეში კი ასე არ არის. გახსოვდეთ, გრძნობების გამოხატვა არა სისუსტე, არამედ საკუთარი თავის გამოხატულებაა.



☞ ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი). თქვენ ანადგურებთ საკუთარ ცხოვრებას იმით, რომ საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრი ხართ. გარშემო ყველა აღფრთოვანებულია თქვენი კეთილი გულით, თუმცა სხვების მოთხოვნილებების საკუთარზე მაღლა დაყენებით, აქვეითებთ თქვენს პოტენციალს. მორჩით საკუთარი თავის კრიტიკას, ნუ იქნებით საკუთარი თავის მტერი, დროა მოაგვაროთ შინაგანი კონფლიქტი.



☞ სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი). ანადგურებთ საკუთარ ცხოვრებას, როდესაც ცდილობთ გააკეთოთ ის, რაც სხვებისთვის მოსაწონი იქნება და არა ის, რაც თქვენ გსურთ სინამდვილეში. რაც არ უნდა თავაზიანი იყოთ, იცოდეთ, რომ ხალხი მხოლოდ გიყენებთ. იკავებთ ემოციებს, რაც იწვევს აღშფოთებას და იქცევა სკანდალად, ამით კი გულს ტკენთ საყვარელ ადამიანებს. ემოციებს ახშობთ, რადგან არ გსურთ პრობლემებთან შეჯახება.



☞ მორიელი (23 ოქტომბერი - 22 ნოემბერი). ანადგურებთ საკუთარ ცხოვრებას იმაზე ფიქრით, რომ არ იმსახურებთ სიყვარულს და მარტო ყოფნას ამჯობინებთ. თქვენ ზოდიაქოს ყველაზე მძიმე და ჯიუტი ნიშანი ხართ, რომელსაც უჭირს ხალხის პატიება. თქვენი გულის მონადირება ადვილი არ არის, მაგრამ ამას თუ ვინმე მოახერხებს, უერთგულებთ ცხოვრების ბოლომდე. თქვენი მთავარი ნაკლი ეგოიზმია და ამით ვნებთ და ტკენთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ.



☞ მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი). თქვენს ცხოვრებას შიშით ანადგურებთ. იმდენად გეშინიათ წარუმატებლობის, რომ არაფერს აკეთებთ და ტკეპნით ერთსა და იმავე ადგილს.




☞ თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი). თქვენს ცხოვრებას ანადგურებთ იმით, რომ გარკვეული მიზნის მისაღწევად, სხვებს ეჯიბრებით. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე წარმოუდგენლად მუშაობს და ზოგჯერ ზედმეტად კონცენტრირებულია, ყოველთვის დაკავებულია საქმით. იქნებ დროა შეჩერდეთ და მიყვეთ მხოლოდ თქვენთვის სასურველ და საჭირო მიზნებს.



☞ მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი). თქვენს ცხოვრებას ანადგურებთ წარსულზე ფიქრით და თავისთავად წარსული გავლენას ახდენს მომავალზე. ყველა ემოციას თქვენში ინახავთ და ზიანს აყენებთ საკუთარ თავს. არ პატიობთ თავს წარსულს, მაგრამ დროა ზედმეტი ტვირთი უკან მოიტოვოთ.



☞ თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი). როგორც ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე დიდი გულის მქონე პიროვნება, თქვენს ცხოვრებას ანადგურებთ არასწორი ადამიანების არჩევით. ნაკლოვან ადამიანებთან ურთიერთობით კი იძენთ ბევრ ცუდ ჩვევას. შემდეგ ცდილობთ გაუმკლავდეთ მათ და მცდელობის ყოველ ჯერზე ტკივილს აყენებთ საკუთარ თავს და თვლით, რომ ამას იმსახურებთ.




1
448
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
448
  
2020, 7 ნოემბერი, 12:22
ბევრი რამ დავკარგე ცხოვრებაში იმით, რომ პატიების უნარი არა მაქვს. ალბათ ეს მორიელების ბედისწერაა.
სტატია კი როგორც ყოველთვის საინტერესო და კიხვადია.
0 1 1