x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გენიოსების უცნაური ჩვევები, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

image


შორიდან ვარსკვლავები ლამაზად კიაფობენ, მაგრამ მათთან მიახლოება არ ღირს. იგივე შეიძლება ითქვას ბევრ ცნობილ ადამიანზეც როგორც შორეული, ასევე ახლო წარსულიდან. მოგეხსენებათ, გენიოსები - არაპროგნოზირებადი ხალხია, ამიტომ თუკი ზოგიერთი მათგანის უცნაური მსოფლმხედველობის გაგება ასე თუ ისე მაინც შესაძლებელია, ზოგი გენიოსის უჩვეულო მიდრეკილებები სრულ გაურკვევლობას იწვევს. წარმოგიდენთ სამყაროს გენიალური პიროვნებების საკმაოდ უცნაურ ჩვევებს, რომელთა გაგებაც მე და თქვენ ძალიან გაგვიჭირდება.




ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი


image


ეს გენიალური კომპოზიტორი უხეში იუმორის განსაკუთრებული მოყვარული გახლდათ. მაგალითად, მოცარტი ხშირად "მეხუთე წერტილზე" და სხეულის ამ ნაწილთან დაკავშრებით ყველაფერზე უხამსად ხუმრობდა.




სტენლი კუბრიკი


image


"მექანიკური ფორთოხალისა" და "2001 წელი: კოსმიური ოდისეას" ცნობილი რეჟისორი - სტენლი კუბრიკი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნება და მკაცრი ფერფექციონისტი იყო, ცხოველებს აღმერთებდა. ერთხელ მის სახლში ერთდროულად 16 კატა ცხოვრობდა, რომლებსაც მოგვიანებით 7 ოქროსფერი რეტრივერი და 4 სახედარიც შეემატა.






ლეონარდო და ვინჩი


image


აღორძინების ეპოქის დიდ იტალიელ მხატვარს, არქიტექტორსა და გამომგონებელს ძილისთვის დროის კარგვა არ უყვარდა, ამიტომ გენიოსის ძილი მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მცირე ინტერვალებისგან შედგებოდა.






სალვადორ დალი


image


ალბათ, რთული წარმოსადგენია უფრო ექსტრავაგანტური და ექსცენტრული ადამიანის წარმოდგენა ვიდრე ლეგენდარული ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი გახლდათ. სიურეალისტი მხატვარი საკუთარ ცოლს ელენა დიაკონოვას იგივე გალას ცხოვრებაში ყველაზე მეტად აღმერთებდა. ერთხელ მაესტრომ საკუთარ მუზას ციხე- სიმაგრე უსახსოვრა, თუმცა ერთ სერიოზულ პრობლემას გადააწყდა: გალამ მეუღლეს მისი მონახულება წერილობითი მოწვევის გარეშე აუკრძალა.





ლევ ტოლსტოი


image


მიუხედავად იმისა, რომ დიდი რუსი მწერალი მაღალი საზოგადოების ფენას განეკუთვნებოდა, მან საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტა, დაგმო მაღალი საზოგადოების მორალი, გახდა ვეგეტარიანელი და დაიწყო გლეხის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარება (მეტიც, მან ხარაზის საქმეც კი შეისწავლა) მართალია "ანა კარენინას" ავტორის მიერ შეკერილი ჩექმები იდეალურად არ გამოიყურებოდა, თუმცა ისინი მაინც მისი ხელით იყო შექმნილი.





ონორე დე ბალზაკი


image


ცნობილი ფრანგი მწერალი, დრამატურგი და "ადამიანური კომედიის" ავტორი - ონორე დე ბალზაკი ყავის დიდი მოყვარული გახლდათ. მწერალი როგორც წესი, დღეში 50 ფინჯან ყავას მიირთმევდა.




მიქელანჯელო


image


რენესანსის ეპოქის ცნობილი იტალიელი მოქანდაკე, მწერალი, მხატვარი და პოეტი მიქელანჯელო ბუონაროტი წყლის პროცედურებს სასტიკად არ სწყალობდა და მათ ჯანმრთელობისთვის საზიანოდაც კი თვლიდა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მიქელანჯელოს ღამე ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელში ეძინა, რომლებსაც რამდენიმე დღის განმავლობაში არ იხდიდა.





ვირჯინია ვულფი, ფრიდრიხ ნიცშე


image


მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ დიდებულ ადამიანს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა, ინგლისელ მწერალსა და გერმანელ ფილოსოფოსს ერთი საერთო რამ მაინც ჰქონდათ, კერძოდ კი, ორივე მათგანი ფეხზე მდგომი მუშაობდა, რადგან თვლიდა, რომ რაიმე ღირებულის შესაქმნელად ეს ერთადერთი ეფექტური საშუალება იყო.





ფრიდა კალო


image


ცნობილი მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო ცხოველებს აღმერთებდა. მას არამარტო ძაღლები, არამედ თუთიყუშები, მაიმუნები, ქათმები, ბეღურები და თვით, ირმებიც კი ჰყავდა.




პაბლო პიკასო


image


მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილ მხატვრად წოდებულ, ცნობილ ესპანელ ხელოვანს - პაბლო პიკასოს ყველგან თან თავისი რევოლვერი დაჰქონდა. ასე, რომ ცოტა ვინმე თუ ბედავდა ამ ტემპერამენტიანი ესპანელისთვის წინააღმდეგობის გაწევას.





0
654
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
654