x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
30 ფაქტი,რომელიც უნდა ვიცოდეთ Covid-19-ის შესახებ
image

ფაქტი 1. Covid-19 და SARS-CoV-2 არ არის იგივე. კოვიდ -19 არის დაავადება (D ნიშნავს "დაავადებას"), რომელიც გამოწვეულია ახალი კორონავირუსით. SARS-CoV-2 არის თავად ვირუსის სახელი.


ფაქტი 2. CoV შემოკლებულია კორონავირუსია. ასე ჰქვია ვირუსების ოჯახს (სულ დაახლოებით 40 მათგანია), რადგან გარეგნულად ჰგავს მზის გვირგვინს.


ფაქტი 3. კორონავირუსები თვითმარქვიები არიან. თითოეული ეკლის წვერი "ბაძავს" სასარგებლო მოლეკულას, ისე, რომ უჯრედული რეცეპტორები მას სიამოვნებით იწოვენ მასში - ეკლის გვირგვინი აწვება უჯრედს, ასე ხდება დაინფიცირება.



ფაქტი 4. 2 მილიონზე მეტი წლის განმავლობაში, ჩვენმა იმუნურმა სისტემამ ისწავლა ცნობილი ინფექციების უმრავლესობასთან ბრძოლა, მაგრამ ახალი კორონავირუსი მისთვის მოულოდნელია - ამიტომ უძნელდება მასთან გამკლავება და დაინფიცირებაც ადვილად ხდება.


ფაქტი 5. უჯრედში მოხვედრის შემდეგ, ვირუსი "ამყარებს" მასზე კონტროლს და ჩვეულებრიუვი ცილების ნაცვლად ამრავლებს საკუთარი ასლებს .


ფაქტი 6. ინფექციის საწყის ეტაპზე ახალი კორონავირუსი აქტიურად მრავლდება ყელსა და ზედა სასუნთქ გზებში.შემდეგ ინფექცია უფრო სიღრმეში აღწევს და აზიანებს ფილტვებს, რაც იწვევს ანთებას.



ფაქტი 7. ინფიცირებულთაგან ბევრს (18% ან თითქმის ყოველი მეხუთე) ხველაც კი არ აქვს. დაავადება საერთოდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს - შეიძლება ადამიანი არც კი ეჭვობდეს, რომ იგი დაავადებულია.



ფაქტი 8. ამავე დროს, ასეთი ასიმპტომური პაციენტი კვლავ ინფექციის აქტიური მატარებელია და შეუძლია სხვების ინფიცირება.



ფაქტი 9. თუ კოვიდ -19 არის მსუბუქი, მისი სიმპტომები ძალიან ჰგავს ჩვეულ სეზონურ გრიპს: მშრალი ხველა, ცხელება, ზოგადი სისუსტე, ზოგჯერ კუნთების ტკივილი ან თავის ტკივილი.


ფაქტი 10. მათ ასევე მკურნალობენ, როგორც ჩვეულებრივ გრიპს - სახლში, სიმპტომურად.


ფაქტი 11. კორონავირუსის ერთ-ერთი უჩვეულო სიმპტომია გემოს და ყნოსვის დაკარგვა.


ფაქტი 12. ის ყველა ინფიცირებულ ადამიანში არ გვხვდება, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ერთადერთი სიმპტომი.


ფაქტი 13. ასე რომ, თუ მოულოდნელად ვეღარ იგრძნობთ სუნს ან გემოს ეს არის სასწრაფოდ ზომების მიღების მიზეზი.


ფაქტი 14. კარგი ამბავი: რაც უფრო მომაკვდინებელია ვირუსი, მით უფრო ცუდად ვრცელდება ის. პატრონის მკვლელობის შემდეგ ვირუსი ვეღარ აინფიცირებს სხვებს. ამიტომ, ვირუსი იშვიათად გარდაიქმნება უფრო მომაკვდინებელ ფორმად - ეს მის ინტერესს არ წარმოადგენს.



ფაქტი 15. ცუდი ამბავი: SARS-CoV-2 სულ სხვა კატეგორიისაა.ეს ვირუსი მასპინძელს ინფექციის გადამტანად აქცევს, მაგრამ დაუყონებლიც არ იჩენს თავს ან საერთოდ არ ვლინდება, ასე რომ ვირუსის მატარებელს აქვს დრო, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაინფიციროს.



ფაქტი 16. საშუალოდ, ახალი კორონავირუსის თითოეული მატარებელი ახერხებს 2 – დან 4 ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირებას.ეს რიცხვი უფრო მაღალია ვიდრე სეზონური გრიპი (1.3), მაგრამ უფრო დაბალია ვიდრე წითელა (12+).


ფაქტი 17. Covid-19– დან სიკვდილიანობის სიზუსტით მაინც ძნელია გამოანგარიშება, მაგრამ კვლევების უმეტესობის შეფასებით, ეს 1-3% –ია.


ფაქტი 18. ეს დაახლოებით 20-ჯერ აღემატება სეზონურ გრიპს, მაგრამ ახლოსაც არაა მის წინამორბედებთან- კორონავირუსი- SARS (10%) და MERS -თან (25%), თუმცა ამ ორმა უკანასკნელმა პანდემია არ გამოიწვია.


ფაქტი 19. ქირურგიული პირბადეები არ იცავს კორონავირუსისგან. მისი ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ ადვილად ძვრებიან ფორებში.



ფაქტი 20. ვირუსის ზომის წარმოდგენისთვის: ნემსის წვერზე შეგიძლიათ მარტივად მოათავსოთ მისი 100 მილიონი ასლი.


ფაქტი 21. ინფიცირებული პაციენტისგან ხველის დროს ნერწყვის უმცირესი წვეთები იფანტება, რომელთაგან თითოეული შეიძლება შეიცავდეს მილიარდობით (!) ვირუსულ ნაწილაკებს.


ფაქტი 22. მიუხედავად ამისა აუცილებელია ნიღბის ტარება, განასაკუთრებით სხვების დასაცავად, ეს არ უზრუნველყოფს 100% დაცვას, მაგრამ ოდნავ ამცირებს სხვების დაინფიცირების რისკს.


ფაქტი 23. პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, შინაურ ცხოველებს არ შეუძლიათ კორონავირუსის გავრცელება. ძაღლის ან კატისგან ადამიანის ინფექციის არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.



ფაქტი 24. მაგრამ ვირუსის აკიდება შეიძლება მთლიანად ცარიელ ოთახში, სადაც ადრე იყო ინფიცირებული ადამიანი.


ფაქტი 25. ჰაერში კორონავირუსი რჩება სიცოცხლისუნარიანად (ანუ მას შეუძლია დააინფიციროს ჯანმრთელი ადამიანები) სამი საათის განმავლობაში.


ფაქტი 26. პლასტმასის და ფოლადის ზედაპირებზე SARS-CoV-2 სახიფათო რჩება სამ დღემდე, ქაღალდზე და მუყაოზე - ერთი დღე, სპილენძზე - ოთხ საათამდე.



ფაქტი 27. ამიტომაც პრევენციის მთავარი და ყველაზე საიმედო საშუალებაა თქვენი სახლის გარეთ არსებულ ნებისმიერ ზედაპირთან კონტაქტის შემდეგ ხელების გულდასმით დაბანა.


ფაქტი 28. თუ ახლომახლო წყალი და ნიჟარა არ არის იქვე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტისეპტიკური ხსნარი.რომელიც სასურველია თან ატაროთ.


ფაქტი 29. კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ანტიბიოტიკების გამოყენებას აზრი არ აქვს. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსის წინააღმდეგ, იქნება ეს გრიპი ან ჰერპესი.


ფაქტი 30. საკარანტინო და სხვა შემზღუდავი ზომები მთელს მსოფლიოში შეიძლება გაგრძელდეს (ხანმოკლე შეფერხებებით), სანამ არ აღმოჩნდება Covid-19– ის ვაქცინა ან ეფექტური სამკურნალო პრეპარატი.




0
363
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0