x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ის კვლავ საოცარ ფორმაშია! 56 წლის მონიკა ბელუჩის თამამი და სექსუალური ფოტოსესია

image


56 წლის მონიკა ბელუჩი კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სასურველ ქალად რჩება, რომელზეც მილიონობით მამაკაცი ოცნებობს. ცოტა ხნის წინ, იტალიელმა ლამაზმანმა მონაწილეობა საკმაოდ თამამ და სენსუალურ ფოტოსესიაში მიიღო, რომელიც მსოფლიო პრესაში განხილვის მთავარ თემად იქცა. ბევრმა, ულამაზესი და უმშვენიერესი მონიკა ფრანგი მსახიობის ვენსან კასელის ამჟამინდელ მეუღლეს, ტინა კუნაკის შეადარა, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ტინამ ასე ლამაზად დაბერება შეძლოს.


image


ერთ - ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი თავად თვლის, რომ საქმე მხოლოდ გარეგნულ სილამაზეში არ არის. კინოვარსკვლავს დროის სვლა საერთოდ არ აშინებს და ფიზიოლოგიური დაბერების პროცესსაც საკმაოდ პოზიტიურად უყურებს: "მინდა დიდხანს ვიცხოვრო, ამიტომ უნდა მოვითმინო და ჩემს ნაოჭებსაც შევეგუო" - აღნიშნავს იტალიელი ლამაზმანი.


image


ბელუჩი აღიარებს, რომ ადრე თავს ჭიქა შამპანურითა და სიგარეტით ინებივრებდა, თუმცა მოგვიანებით თავი ამ მავნე ჩვევებსაც დააღწია, რაც შეეხება მომაბეზრებელ დიეტებსა და დამქანცველ ვარჯიშებს ცნობილი ლამაზმანი მათ არც არასდროს სწყალობდა: "მე მომწონს რომ შემიძლია ვაკეთო ყველაფერი რაც მინდა, მაგრამ ზომიერად, " - განმარტავს მსახიობი. ერთადერთი რამ რასაც 56 წლის ვარსკვლავი სისტემატურად აკეთებს - ეს ცივი შხაპის მიღებაა, რის შემდეგაც კანს საფუძვლიანად ატენიანებს. გთავაზობთ უბერებელი მონიკა ბელუჩის სექსუალურ ფოტოსესიას, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ამ საოცარი ქალის სილამაზე - მარადიულია.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
699
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
699