x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული კენ ჰენსლი

image75 წლის ასაკში გარდაცივალა ლეგენდარული კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, გიტარისტი და ჯგუფ "ურია ჰიპის" კლავიშებზე შემსრულებელი და ვოკალისტი კენ ჰენსლი.



"ამას დამძიმებული გულით ვწერ, რათა იცოდეთ, რომ ოთხშაბათს საღამოს ჩემი ძმა კენ ჰენსლი მშვიდად გარდაიცვალა.
მისი მშვენიერი მეუღლე მონიკა მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იყო მის გვერდით და ანუგეშენდა.
ჩვენ ყველანი განადგურებულები ვართ ამ ტრაგიკული და წარმოუდგენლად მოულოდნელი დანაკარგით და გთხოვთ მოგვეცით გარკვეული დრო, რომ ამას შევეგუოთ.
კენი კრემაცია მოხდება ესპანეთში კერძო ცერემონიით, ასე რომ გთხოვთ, დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას ნუ ითხოვთ.
კენი წავიდა მაგრამ ის არასდროს დაგვავიწყდება და ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში.
თავს გაუფრთხილდით."-ნათქვამია, კენ ჰენსლის ძმის ტრევორის პოსტში
image
კენ ჰენსლი წლების განმავლობაში იყო ჯგუფ "იურაი ჰიპის" კლავიშებზე შემსრულებელი, გიტარისტი, ვოკალისტი და ერთ-ერთი მთავარი ჰიტმეიკერი, სწორედ მისი თანაავტორობით შეიქმნა ისეთი ცნობილი სიმრერები, როგორიცაა «The Wizard», «Illusion», «Rain», «Sweet Freedom», «Lady In Black», «Free Me», «July Morning» "Sympathy" და სხვა.
image
1980 წლიდან კენ ჰენსლი სოლო კარიერა წამოიწყო, რა დროსაც ჩაწერა რამდენიმე სოლო ალბომი, 2003 წლიდან მუსიკოსი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად ცხოვრობდა ქალაქ ალიკანტეს მახლობლად, 2007 წელს მან მეუღლე მონიკასთან ერთად იშვილა 12 წლის ბოშა ბიჭი, რომელიც სამი წლის ასაკში მშობლებმა მიატოვეს.
კენ ჰენსლი თბილისში 2011 წელს იყო ჩამოსული, სადაც 5 ნოემბერს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გამართა კონცერტი.
0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0