x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფანტომასი- საინტერესო ფაქტები
image

1964 წლის 4 ნოემბერს საფრანგეთში კინოთეატრებში შედგა ფანტომასზე გადაღებული ფილმი-ტრილოგიის პირველი ნაწილის პრემიერა.გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ლეგენდარული ფილმებიდან.

image

ფანტომასი, როგორც ლიტერატურული პერსონაჟი შექმნეს ჯერ კიდევ 1911 წელს ფრანგმა მწერლებმა ალენმა და სუესტრემ.



პირველი ფილმები "ფანტომებზე" გადაღებულია ჯერ კიდევ 1913-1914 წლებში.


რეჟისორმა ჟან მარე მთავარი როლის შემსრულებლად მიიწვია მას შემდეგ, როცა მან ნახა, რომ მსახიობი თავად ასრულებდა საშიშ ტრიუკებს. რეჟისორმა მასში დაინახა უშიშარი რომანტიკული გმირი.

image

თავდაპირველად კომისარი ჟიუვი უნდა შეესრულებინა ბურვილს, მაგრამ გადაღებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მსახიობმა უარი თქვა როლზე. შემდეგ ეს როლი შესთავაზეს ფიუნესს.

image

კინემატოგრაფისტების მიზანი იყო არა ტრილოგიის გადაღება, არამედ გაცილებით მეტი რაოდენობის ფილმები ფანტომასზე. ჟურნალმა "საბჭოთა ეკრანმა" შეცდომაც კი დაწერა, რომ ოთხი ფილმი უკვე გადაღებულია.



საბოლოოდ დარჩა ტრილოგია. "ფანტომასის" ავტორი, მწერალი ალენი იმედგაცრუებული დარჩა სცენარით, მაგრამ შემდეგ, როდესაც ფილმები ნახა, საოცრად კმაყოფილი დარჩა.

image

"ფანტომასამდე" ჟან მარეს უკვე ჰქონდა ერთ ფილმში რამდენიმე როლი შესრულებული, მაგალითად, ფილმში „მზეთუნახავი და ურჩხული“, სადაც მან სამი როლი შეასრულა.



უცნაურია, მაგრამ ფილმის ფრანგულ ვერსიაში ჟან მარეს ახმოვანებს მსახიობი რაიმონდ პელეგრინი.



ფილმის გადაღებების დროს ჟან მარეს აღიზიანებდა ლუი დე ფიუნესის იმპროვიზაცია. მას მიაჩნდა, რომ მხოლოდ სცენარის მიხედვით უნდა ეთამაშა, მაგრამ ფრანგმა კომიკოსი სულ სხვა აზრის იყო. კომისარი ჟიუვის იმიჯი დიდწილად შეცვალა ლუი დე ფუნესმა. მან, საკუთარი ინიციატივით, უამრავი სიახლე და კომიკური ელემენტები დაამატა.

image

სსრკ-ში ფილმი "ფანტომასზე" პირველად მოსკოვში 1966 წელს აჩვენეს, საფრანგეთის ფილმების კვირეულზე. ნახვის შემდეგ გადაწყდა ამ ფილმის შეძენა.



ყიდვა აღარ იყო საჭირო, რადგან ფრანგები დათანხმდნენ "ანა კარენინას"შეძენას, რა დროსაც ბარტერული გაცვლა მოხდა..



ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ფილმი საბჭოთა ხელისუფლებამ "შეიყვარა" იმ მიზეზით, რომ მსახიობმა ჟან მარემ ინტერვიუებში ძალიან თბილად ისაუბრა საბჭოთა კავშირზე.

image

პარადოქსია, მაგრამ სსრკ-ში, ფაქტობრივად, კომედიური ფილმი მაყურებლმა სერიოზულად მიღო, როგორც ფანტასტიკური დეტექტივი.



"ფანტომასი" საბჭოთა კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერი გახდა, მაგრამ მნახველთა ზუსტი რაოდენობის დადგენა უკიდურესად რთულია. კინომცოდნე სერგეი კუდრიავცევის მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, სსრკ -ში ტრილოგიის პირველ ფილმს 45, 5 მილიონი მაყურებელი უყურა, "ფანტომასი აბობოქრდა" 44, 7 მილიონმა, ხოლო "ფანტომასი სკონტლად-იარდის წინააღმდეგ" 34, 3 მილიონმა მაყურებელმა.

image

ფილმის კინოთეატრებში ჩვენების შემდეგ, პრობლემა წარმოიშვა - ფანტომასს ძალიან ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა, რომლებიც პატიოსან მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა.


0
481
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0