x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქმარმა მეგობარი და ამავდროულად ცოლის საყვარელი სასიკვდილო ხაფანგში გაიტყუა
imageდიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში(უელსი), ფერმერმა მოკლა ცოლის საყვარელი.მან ცოლის სახელით გაიტყუა მამაკაცი, ჯერ მოკლა, შემდეგ კი დაწვა მისი სხეული.



52 წლის ენდრიუ ჯონსმა(Andrew Jones) თავისი ცოლი, რიანონი 2019 წლის სექტემბერში ღალატში გამოიჭირა, მას შემდეგ, რაც ცოლის iPad- ზე შეტყობინება წაიკითხა. ცოლმა აღიარა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ჰქონდა რომანი, მაგრამ ეს უკვე დასრულდა, რადგან მის საყვარელს არ სურდა ცოლის მიტოვება.


ფერმერმა არ დაიჯერა ცოლის ნათქვამი და ქალიშვილთან ერთად მეუღლეს თვალთვალი დაუწყო, რა დროსაც მის ყველა გადაადგილებას და სატელეფონო ზარებს აკონტროლებდა. მათ გარკვიეს, რომ რიანონი ფარულად აგრძელებდა საყვარელთან შეხვედრებს. ისინი კომუნიკაციისთვის საიდუმლო ტელეფონებს იყენებენ. შედეგად, მამამ და ქალიშვილმა გაარკვიეს, რომ უელსელ ქალს ჰქონდა რომანი 55 წლის მაიკლ ო'ლირისთან(Michael O'Leary) რომელთანაც ენდრიუ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მეგობრობდა.

imageფოტოზე: ცოლ-ქმარი ენდრიუ და რიანონი



მამაკაცმა შეძლო რიანონისის მეორე ტელეფონის ხელში ჩაგდება, საიდანაც იგი საყვარელთან ურთიერთობდა. სანამ ცოლი საავადმყოფოში იყო, ჯონსმა ცოლად გაასაღა თავი და ო'ლირის მისწერა, რომ მისულიყო მიტოვებულ ფერმაში. იქ, მიმდინარე წლის 27 იანვარს, ქმარმა ჯერ მოკლა აწ უკვე ყოფილი მეგობარი და ცოლის საყვარელი, შემდეგ კი მის გვამს ცეცხლი წაუკიდა.


ამის შემდეგ მან წერილი გაუგზავნა ო'ლირის მეუღლეს:"ძალიან ვწუხვარ".

imageფოტოზე: რიანონის საყვარელი მაიკლ ო'ლირი


პოლიციამ დაიწყო გამოძიება, რა დროსაც ორი თვის შემდეგ ო'ლირის გვამის ნარჩენები ერთ-ერთ ჟანგიან კასრში აღმოაჩინეს, რომელიც ჯონსის საკუთრება იყო. დნმ-ს ანალიზმა დაადასტურა, რომ ნაშთები ეკუთვნოდა ო'ლირის. ქალაქ სოუნსიში ჯონსის პირველი სასამართლო გაიმართა. ის უარყოფს დანაშაულს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.


1
839
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
839
  
2020, 13 ნოემბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1