x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილი ადამიანების სკანდალური ფოტოსურათები, რომელთა გადაღებითაც პაპარაცებმა ჯეკპოტი მოიგეს (ნაწილი 1)

პაპარაცები ექსკლუზიური კადრებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი, ხშირ შემთხვევაში ყველაზე სკანდალური კადრები ასობით ათასი დოლარი ღირს თუ მეტი არა. ნახეთ ცნობილი ადამიანების ყველაზე სკანდალური ფოტოსურათები, რომეთა გადაღებითაც პაპარაცებმა ნამდვილი ჯეკპოტი მოიგეს:image

ანიტა ეკბერგი ჟურნალისტებს მშვილდისრით ემუქრება- შვედი კინოვარსკვლავი პაპარაცებისგან პირადი ცხოვრების დაცვას ცდილობს. ფოტო გადაღებულია 1960 წლის 20 ოქტომბერს.image

მთვრალ ბრიტნი სპირსს შვილი კინაღამ უვარდება- სწორედ ეს ფოტო იქცა სასამართლო გარჩევების მთავარ მტკიცებულებად. ფოტოებზე, მომღერალს ცალ ხელში თავისი პატარა ვაჟი უჭირავს, მეორე ხელში კი ალკოჰოლური სასმელის ბოთლი.image

ამის შემდეგ ამერიკელ პოპ ვარსკვლავს ფსიკიკური აშლილობა დაემართა, რაც პაპარაცებს არ გამოეპარათ და კიდევ რამდენიმე სკანდალური და ძვირადღირებული კადრები გადაიღეს. ფოტოგრაფმა 240 000 აშშ დოლარი მიიღო და კიდევ 40 000 მანქანის გაფხაჭნის გამო.imageimage

პრინცესა დიანა ავარიის დღეს- ცნობილია, რომ იმ დღეს ლედი დის მანქანას პაპარაცები მისდევდნენ, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ავარიაც. ფოტოზე ასახულია პრინცესას პირადი დაცვის წევრი, რომელიც ცდილობს ქალის სახე დამალოს.image

პრინცესა დიანა ინდოეთში ტაჯმაჰალის ფონზე- მარტოსული ლედი დის ფოტოსურათი გადაღებულია 1992 წლის 11 თებერვალს.image

პრინცესა დიანა ეგვიპტელ შეყვარებულთან ერთად- ამ ფოტოებისთვის გადამღები 6 000 000 დოლარით დააჯილდოვეს. პრინცესა სან ტროპეში ისვენებს თავის შეყვარებულთან ერთად პრინც ჩარლზთან განშორების შემდეგ. სწორედ ეს მამაკაცი იყო მასთან ერთად ავარიის დღეს.imageimage

კრისტენ სტიუარტის ღალატი- 2012 წელს მსახიობმა რომანი გააბა ბრიტანელ კინორეჟისორთან რუპერტ სანდერსთან ფილმის გადაღებების დროს. მამაკაცი კრისტენზე 12 წლით უფროსი და დაოჯახებულიც გახლდათ. ვამპირული საგის ვარსკვლავი კი იმ პერიოდში რობერტ პატინსონს ხვდებოდა და დანიშნულებიც იყვნენ, მათი წყვილი მეგაპოპულარული იყო. საბოლოო ჯამში რეჟისორის ოჯახიც დაინგრა და ახალგაზრდა წყვილის ნიშნობაც ჩაიშალა.imageimage

სტინგი, მადონა და თუფაქი ერთად ისვენებენ- იშვიათი კადრია, ცოტამ თუ იცის, რომ თუფაკი და მადონა ერთმანეთს ხვდებოდნენ. ცნობილია, რომ რეპერმა მადონა მიატოვა იმის გამო, რომ თეთრი კანის ფერი ჰქონდა.image

სტივ ჯობსი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე- ეიფლის დამფუძნებელი სიმსივნისგან გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.image

ჯონ ლენონი და მისი მკვლელი ერთ ფოტოზე- ეს ლეგენდარული კადრი 1980 წლის 8 დეკემბერს გადაიღეს. ფოტოზე მუსიკოსი ავტოგრაფს აძლევს თავის ფანს, მარკ ჩეპმენს, რამდნეიმე საათის შემდეგ ჩეპმენი მუსიკოსს იარაღით ჩაცხრილავს მისი საკუთარი სახლის ეზოში.image

ავადმყოფი ფრედი მერკური- ლეგენდარული მომღერალი შიდსით იტანჯებოდა და სიკვდილს ებრძოდა. დაავადებული მერკურის ფოტოსთვის პაპარაცებს ნამდვილი ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული. ეს ფოტო 230 000 დოლარად გაიყიდა.image

კოკაინის მოყვარული ქეით მოსი- 2005 წლის ოქტომბერში ჟურნალ The Daily Mirror ის გარეკანზე სუპერმოდელის ფოტო გამოჩნდა, რომელიც კოკაინს ყნოსავს. ჭორების მიხედვით, გამომცემლობამ ეს ფოტო 300 000 დოლარად იყიდა. ამ კომპრომატის შემდეგ მოდელს კონტრაქტები გაუუქმეს ცნობილმა Burberry და Chanel - მა. სკანდალის შემდეგ მოდელმა ბოდიში მოიხადა და სარეაბილიტაციო ცენტრში დაიწყო მკურნალობა, თუმცა არაადეკვატურ მდგომარეობაში არაერთხელ უნახავთ.imageimage

ანა კურნიკოვას “ტოპლეს“ ფოტო- ფოტოსურათი ჟურნალმა Penthouse მა შეისყიდა 500 000 დოლარად, შემდგომში არმოჩნდა, რომ ფოტოზე არა კურნიკოვა, არამედ იტალიელი მოდელიერის შვილი ჯუდიტ სოლტის ბენეტონი იყო გამოსახული.image

ანა ნიკოლ სმიტის სიკვდილი- ფლეიბოის ვარსკვლავის სიკვდილის კადრი ჟურნალმა 2007 წელს 1.5 მილიონ დოლარად იყიდა. ასევე კომპანია Splash News & Picture Agency მა შეისყიდა ვიდეო, სადაც მოდელს ხელოვნურ სუნთქვას და გულის მასაჟს უკეთებენ. გადახდილი თანხა კი არ დაუსახელებიათ.image

რიჩარდ ბერტონის და ელიზაბეტ ტეილორის საიდუმლო რომანი- მსახიობებმა ფარული რომანი კლეოპატრას გადაღებების დროს გააჩაღეს 1962 წელს. იმ დროს ორივე დაქორწინებული იყო და ყველანაირად ცდილობდნენ ერთმანეთისგან თავი შორს დაეჭირატ. მაგრამ პაპარაცებმა ისინი პორტო-სანტო-სტეფანოში გამოიჭირეს მხურვალე კოცნის დროს ვილაში, რომელიც ფარულად იქირავეს. ფოტო 1962 წლის 25 ივნისსაა გადაღებული.imageimage

0
2076
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
2076
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0