x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
დარია შეიკო ჯგუფ "RASA"-ს სოლისტი პირველად გახდა დედა. საოცრად ლამაზი და ეგზოტიკური გარეგნობის დარია ვფიქრობ მოგეწონებათ

image ჯგუფ "RASA"-ს სოლისტი უკრაინაში ქალაქ დნეპრში დაიბადა 25 წლის წინ, სიმაღლით 172 სანტიმეტრია, წონით 54 კილოგრამი, ზოდიაქოს ნიშნით კი მშვიდლოსანია.
დარია ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალურობით და მშობლებმა მას მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრებინეს, ამის შემდეგ კი დარიამ მუსიკას დროებით ბლოგერობა არჩია სანამ არ შეხვდა ახალგაზრდა ბლოგერს ვიქტორ პოპლეევს, რომელსაც მასავით მუსიკალური სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. წყვილმა გადაწყვიტა მუსიკალური ჯგუფი შეექმნათ და სცენაზე დამკვიდრება ეცადათ.
მათ შექმნეს ჯგუფი "RASA" უკრაინიდან მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლის მერე, ჯგუფის სხვა წევრები მოსკოვში შეარჩიეს და წარმატებამაც არ დააყოვნა, მათ მიერ ჩაწერილმა სიმღერებმა ფურორი მოახდინა, ხოლო ერთერთმა კლიპმა, რომელიც წვიმიან ბარსელონაში იქნა გადაღებული და ჩაწერილი არნახული პოპულარობა მოუტანა მათ.
თუ თავიდან დარია და ვიქტორი უბრალოდ მეგობრობდნენ, როგორც მუსიკალური ჯგუფის წევრები, აღნიშნული კლიპის მერე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეეძლოთ და ოფიციალურად დაქორწინდნენ.
წყვილი აღნიშნული ჯგუფის სოლისტებია, ოჯახში იდეალური ჰარმონია აქვთ, პრაქტიკულად უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს.
წყვილს პირველი შვილი შეეძინა და წყვილი მილოცვებს იღებს.
ჯგუფი ძირითადად რეპს და ჰიპ-ჰოპს ასრულებს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
197
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
197