x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქუთაისში კორონავირუსით დაღუპული 27 წლის გოგონას მშობლები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს
image

ქუთაისში COVID-19-ით გარდაცვლილი 27 წლის მაგდა ძოწენიძის ოჯახი მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს.


პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ აწუხებდა. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მხოლოდ ხანგრძლივის მცდელობის შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში.

"ამ ხნის განმალვლობაში ცხელ ხაზზე ვრეკავდით და გვეუბნებოდნენ, რომ ადგილები არ იყო ქუთაისის კოვიდკლინიკებში", - ამბობს გარდაცვლილის დედა.


ოჯახი აცხადებს, რომ კოვიდზე პასუხი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღეს, ასევე ამბობენ, რომ რომ ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და არც დაკრძალვის შემდეგ მომხდარა დეზინფექცია.



მალევე ოჯახის ბრალდებას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე:



"აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში, გამოძახება შემოვიდა 26 ოქტომბერს. გამოძახების მოტივი დაბალი წნევა იყო. როდესაც ზარის ინიციატორს ოპერატორი დაუკავშირდა, მას მიუთითეს, რომ პაციენტი თავს კარგად გრძნობდა და არ იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის საჭიროება, რის შედეგადაც, გაუქმდა 26 ოქტომბრის გამოძახება. აღნიშნულ პაციენტთან, მეორე გამოძახება 31 ოქტომბერს, 01:27 საათზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე მყისიერად გავიდა და მოხდა პაციენტის ტრანსპორტირება კლინიკა „უნიქალ მედში“. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში, გამოძახების მოტივი სუნთქვის გაძნელება იყო. ასევე, იყო ცხელების დიაგნოზი. სამწუხაროდ, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა. აიღეს ნაცხი PCR-კვლევისთვის და გარდაცვალების მომენტში დადგინდა, რომ პაციენტი კოვიდინფიცირებული იყო“ - განაცხადა ამირან გოგიტიძემ

0
144
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0