x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"თუ ეს პარტია იძახის, შენი ხმა უკან გაიკეთე, მე პარლამენტში არ შევდივარო, ფული მაინც უნდა მივცე?"-ლევან ნიკოლეიშვილი
image

სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციიის პარლამენტში არ შესვლას ეხმაურება და წერს:



"მოქალაქე ენდო პარტიას, მისცა მას ხმა და თავისი ჯიბიდან მისცა ფული, იმისთვის, რომ ეს პარტია სიცოცხლისუნარიანი იყოს. რატომ უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი? იმიტომ, რომ პარლამენტში იბრძოლოს იმ პროგრამის რეალიზაციისთვის, რისთვისაც მან ჩემი ხმა მიიღო. ანუ, ჩვენ - ხალხი - პარტიას ვაძლევთ ხმას და ვაძლევთ მას ფულს. ახლა, თუ ეს პარტია იძახის, შენი ხმა უკან გაიკეთე, მე პარლამენტში არ შევდივარო, ფული მაინც უნდა მივცე? რაღად მინდა მისი სიცოცხლისუნარიანობა? ჩემი ხმა კიდია და ფული მაინც უნდა ვუხადო?! რა ვიცი, რა ვიცი..."-წერს ნიკოლეიშვილი.

image


შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია " "ძალა ერთობაშია“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერებმა გუშინდელ ბრიფინგზე გააკეთეს.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობა- გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ხმების 27.14% მიიღო და ახალი მოწვევის პარლამენტში - 35 მანდატი მოიპოვა.აგრეთვე წინასწარი მონაცემებით1%-იანი ბარიერი გადალახეს და მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ერთიანი ლეიბორისტული პარტია“ და „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“

0
389
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0