x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ძვირფასო მიშიკო, რატომ ღელავ, რისთვის გჭირდება შენი პარტიის გამარჯვება საქართველოში?"-ვლადიმერ ჟირინოვსკი
image

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ აქვთ მიზეზი განაგრძონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც მმართველი "ქართული ოცნება" იმარჯვებს.


„ძვირფასო მიშიკო! ასე რატომ ღელავ. რატომ გჭირდებათ თქვენი პარტიის გამარჯვება საქართველოში? იქ უკვე ისედაც ცუდია: აფხაზეთი არ არის თქვენი, სამხრეთ ოსეთი არ არის თქვენი, მალე ბათუმსაც დაკარგავთ, კავკასიაში დიდ ომში ჩაგითრევენ. შენ, მიშიკო, ისედაც აღელვებული ხარ და მშვიდობიანი ცხოვრება გჭირდება, ”- მიმართა ჟირინოვსკიმ სააკაშვილს საკუთარი телеграм- არხით.

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი საქართველოს ექს-პრეზიდენტს მოსკოვში ჩასვლას და იქ ხინკლის ჭამას სთავაზობს საუკეთესო ქართულ რესტორანში:



"წავიდეთ რუბლიოვკაში იანუკოვიჩთან, ვითამაშოთ ბანქო და დომინო, შემდეგ ლუკაშენკო გამოგვივლის. შეწყვიტეთ წუწუნი და არჩევნებში მომაწილეობა, თქვენ უკვე რაც შეგეძლოთ გააფუჭეთ ყველაფერი: კიევში, თბილისში და მინსკში. მოდით მშვიდად წავიდეთ სოკოს საკრეფად, ორთქლის აბანოში, როგორც ლუკაშენკას უყვარს და ნაკლებად ვიწუწუნოთ, რომ ეს ის ეკონომიკა და დემოკრატია არ არის სწორი. ეს თქვენ არ გამოგივიდათ არაფერი, ახალი თაობა კი ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ თქვენს გარეშე. კმარა ხალხის გასულელება"-წერს ჟირიონოვსკი.

0
163
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0