x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პირადი პასუხისმგებლობა და არავითარი კარანტინი- გერმანის ქალაქი ცვლის Covid-19-თან ბრძოლის სტრატეგიას

image



გერმანიაში უფრო და უფრო მეტი ასაკოვანი ადამიანი ავადდება კორონავირუსით. ამიტომ ტიუბინგენმა (ბადენ-ვიურტემბერგი) გადაწყვიტა არ დაელოდოს და რეაგირება მოახდინოს სიტუაციაზე. ქალაქს სურს შვედეთის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგიით დაიცვას ხალხი ინფექციისგან.




ოქტომბრის პირველ კვირას, რობერტ კოხის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ 70 წელს ზემოთ დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი შეადგენს 1242-ს. თვის ბოლოს, ეს რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა: 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე დაარეგისტრირდა 70 წელს გადაცილებული 6900 – ზე მეტი ინფიცირებული ადამიანი.




გერმანიის უმაღლესი ეპიდემიოლოგიური ორგანო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ კორონავირუსით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებს უფრო ხშირად აქვთ დაავადების მძიმე მიმდინარეობა და იზრდება სიკვდილიანობის რიცხვი.





ტიუბინგენის მერს ბორის პალმერს (48 წლის) სურს შეაჩეროს მოვლენების ეს სახიფათო შემობრუნება - ახლა ის ამას აკეთებს ისე, როგორც შვედეთში ხდება: ახდენს სრულ კონცენტრირებას რისკის ჯგუფების დაცვაზე.




პალმერმა მკაცრი რეკომენდაცია მისცა ტიუბინგენის საზოგადოებას: ყველა მოხუცს სთხოვენ არ ისარგებლონ ქალაქის ავტობუსებით და გამოიყენონ საერთო ტაქსი მნიშვნელოვანი მგზავრობისთვის. ვინც ფიზიკურად ჯანმრთელია, არ უნდა ისარგებლოს ავტობუსით, არამედ, უნდა მართოს ველოსიპედი.




ქრონიკული დაავადების არმქონე 65 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქემ არ უნდა ისარგებლოს მაღაზიების მოსახურებით დილის 9:30 საათიდან 11:00 საათამდე, რათა, მაღაზიები ხელმისაწვდომი იყოს მოხუცებისთვის და ქრონიკული მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ქალაქი უზრუნველყოფს მოხუცებს FFP2-ის ტიპის უფასო სამედიცინო ნიღბებით.




”შვედეთის მსგავსად, ტიუბინგენში ზომები ემყარება პირად პასუხისმგებლობას და მოხუცთა განსაკუთრებულ დაცვას. პანდემიის დაწყებიდან შვედეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ეყრდნობოდა დამცავ ზომებს და არა აკრძალვებს. ეს სტრატეგია წარმატებით დასრულდა. მე არ ვფიქრობ, რომ ზოგადი იზოლაცია არის პროდუქტიული გრძელვადიანი სტრატეგია." - განაცხადა პალმერმა.

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0