x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ექიმმა ალადინის "ჯადოსნური ლამპარი" იყიდა და შემდეგ თაღლითობისთვის პოლიციაში იჩივლა
image

უცნაური შემთხვევა მოხდა ინდოეთში, შტატ უტარ-პრადეშში ექიმმა დაიჯერა ჯინის არსებობა და თაღლითებს შვიდი მილიონი რუპია გადაუხადა (დაახლოებით 300 000 ლარი) "ალადინის ლამპარში", რომელიც რა თქმა უნდა ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა THE HINDU იუწყება.



კვირას, 25 ოქტომბერს, ექიმმა ლაიკ ხანმა(Laeek Khan) საჩივარი შეიტანა პოლიციაში. მან განაცხადა, რომ მამაკაცმა, რომელმაც თავი ოკულტისტად გააცნო, დაარწმუნა იგი, რომ ჯადოსნურ ალადინის ლამპარს ფლობდა. შთაბეჭდილების მოსახდენად აჩვენა კიდეც, თუ როგორ უნდა "გამოიძახოს ჯინი".


როდესაც ხანმა ითხოვა შეხებოდა ჯინს ან ლამპარი ფულის გადახდამდე წაეღო სახლში, უარი მიიღო.



მან განუცხადა, რომ ჯადოსნურმა ობიექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ექიმს. ბოლოს ხანმა გამყიდველს დაუჯერა და "ჯადოსნური ლამპისთვის" საჭირო თანხა გადაიხადა. თაღლითები ამის შემდეგ მას ჯანმრთელობას, სიმდიდრეს და წარმატებას ჰპირდებოდნენ. მოგვიანებით მან გააცნობიერა, რომ ლამპარს არავითარი ჯადოსნური თვისება არ ჰქონდა, ხოლო "ჯინი" მისმა ერთ-ერთმა მფლობელმა განასახიერა.

image

პოლიციის უფროსმა ამიტ რაიმ (Amit Rai)განაცხადა, რომ ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს. რაის თქმით, თაღლითობაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მეუღლეც. პოლიციელმა ხაზი გაუსვა, რომ იმავე სქემით დაკავებულებმა ადრე სხვა ოჯახებიც მოატყუეს და მილიონობით რუპია დასცინცლეს.

image

0
204
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0