x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"მძივები თოვლში" - უგემრიელესი სალათი, ულამაზესი გაფორმებით - იდეა ახალი წლისათვის
image



წითელ და თეთრ ფერებში მორთული სალათი "მძივები თოვლში" გამოირჩევა ნათელი, გემრიელი და ლამაზი ფანტელებით, მარცვლებით. განსაკუთრებით უხდება თოვლიანი ზამთრის განწყობას, საახალწლო დღესასწაულს. სალათის შემადგენლობა მარტივია, მაგრამ საინტერესო და ადვილად მზადდება.





image


ინგრედიენტები:



200 გრ. მოხარშული ღორის ხორცი (შეიძლება, ლორი, მოხარშული, ან შებოლილი ქათამიც);

2 ც. დამარინადებული (მჟავე, დამწნილებული) კიტრი;

1-2 მოხარშული სტაფილო;

3 მოხარშული კვერცხი;

80 გრ. მაგარი ყველი;

მარილი - გემოვნებით;

შავი ახლადდაფქული წიწაკა - გემოვნებით;

მაიონეზი - გემოვნებით;

0.5 (ნახევარი ც.) ბროწეული

მომზადების წესი და ეტაპები:

1.მოხარშეთ ღორის ხორცი მარილიან წყალში 1-1.5 საათის განმავლობაში, გააცივეთ, შემდგომ დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, დადეთ თეფშზე პირველ ფენად, ზემოდან წაუსვით მაიონეზისა და წიწაკის ბადე.




image



2. მეორე ფენად გაუშვით პატარა კუბებად დაჭრილი დამარინადებული კიტრი;




image



3.კიტრის ფენას დააყარეთ მოხარშული და გახეხილი სტაფილო, ცოტა მარილი მოაყარეთ, წაუსვით მაიონეზის ბადე;




image



4.მოხარშული კვერცხები გაყავით ცალკე- ცილად, ცალკე - გულებად. გახეხეთ ყველი და კვერცხის გული, აურიეთ, დაამატეთ ცოტა მარილი, მოათავსეთ კვერცხის გულის ფენა სალათის თეფშზე, დახაზეთ მაიონეზის ბადე, ქსელი;




image



5.ბოლო ფენად გაუშვით დახეხილი ცილა ისე, რომ სალათის ზედაპირი მთლიანად დაიფაროს თეთრი ფანტელებით. არ წაუსვათ მაიონეზი.




image

6. ნაზად მორთეთ ბროწეულის მარცვლებით სალათის ზედაპირი, რომ მიიღოთ წითელი მძივების იმიტირებული ვარიანტი.



image



7. ულამაზესი სალათი "მძივები თოვლში" განათავსეთ გრილ ადგილას, 1 საათის განმავლობაში..



image


და შეგიძლიათ, მიირთვათ გემრიელად. :).

0
81
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0