x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მომღერალი ლიენ რაიმსი გაშიშვლდა და გაამხილა ავადმყოფობა,რომელსაც წლები მალავდა(ფოტო)
image38 წლის ამერიკელმა მომღერალმა ლიენ რაიმსმა ინსტაგრამზე გააზიარა ფოტოები, სადაც სრულიად შიშველი, ბალახზე ზის, რა დროსაც მომღერლის ტანი წითელი ლაქებით დაფარული.


ლიენმა გადაწყვიტა "ფსორიაზის მსოფლიო დღეს", საზოგადოებას აჩვენოს თუ რას წარმოადგენს ეს დაავადება, რომლითაც მომღერალი ბავშვობიდან იტანჯება.

image

"როგორც იქნა დადგა დრო, გულწრფელად გითხრათ, რა არის ფსორიაზი და როგორი გამოიყურება ის"-დაწერა მომღერალმა.




ლიენს დიაგნოზი ჯერ კიდევ ორი წლის ასაკში დაუსვეს. ექვსი წლის ასაკში სხეულის 80% უკვე დაფარული იყო მტკივნეული ლაქებით, 11 წლის ასაკში გოგონამ მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო, ხოლო 14 წლის ასაკში - მან აიღო პირველი "გრემის" პრემია... მთელი ამ ხნის განმავლობაში ლიენი საკუთარ დაავადებას გულმოდგინედ მალავდა.

image

"ყველანაირად ვცდილობდი დაავადების დამარცხებას. როდესაც საზოგადოებაში ვხვდებოდი, როგორც შემეძლო ვმალავდი. სცენაზე ყველაზე ძლიერ სიცხეშიც კი ხშირად ვიცვამდი ორ წყვილ კოლგოტს ან ჯინსს. ჩემი პერანგის ქვეშ მუცელი დაფარული იყო ლაქების სქელი ფენით, რომელიც მტკიოდა და სისხლდენა მქონდა. ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილი ვგრძნობდი, რომ დაავადება უნდა დამემალა"



ბოლოს როგორც იქნა მომღერალმა იპოვა შესაფერისი წამალი. მან 16 წლის განმავლობაში მოახერხა დაავადებასთან გამკლავება. თუმცა, 2020 წელს, პანდემიური სტრესის ფონზე, დაავადება კვლავ დაბრუნდა. ლიენი მიხვდა, რომ დაიღალა მისი დამალვით და გადაწყვიტა თავისი მაგალითით საზოგადოებას აჩვენოს, რომ ყველა იმსახურებს სიყვარულს - მაკიაჟის, ფილტრების და სხვა ხრიკების გარეშე.


ამერიკელი ქანთრი მომღერალი ლიენ რაიმსის მუსიკალური კარიერა 11 წლიდან იწყება, 14 წლის ასაკში აიღო "გრემის" პრემია, 15 წლის იყო, როდესაც მის მიერ ჩაწერილი დაიენ უორენის კომპოზიცია "How Do I Live", 69 კვირის განმავლობაში იყო Billboard Hot 100-ში, რაც 2009 წლამდე აბსოლუტური რეკორდი იყო.


2001 წელს ლიენ რაიმსმა დაიპყრო ჰიტ-აღლუმები სიმღერით „Can’t Fight the Moonlight“, რომელიც ფილმი "ბარი „მახინჯი კაიოტის“ საუნდრეკი გახდა.სინგლი 8 მილიონი ტირაჟით გაიყიდა.


0
327
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0