x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კორონას ერთი ახალი შემთხვევა დედოფლისწყაროში, სამი სოფელ სამრეკლოში
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 1 ნოემბერს კორონავირუსის გამოვლენის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა მაჩვენებელი ჩვენს მუნიციპალიტეტში 23-მდე გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამი შემთხვევა სოფელ სამრეკლოშია, ერთი კი ქალაქ დედოფლისწყაროში. სამრეკლოში მანამდეც იყო პედაგოგისა და მისი მეუღლის (სატვირთოს მძღოლის) ინფიცირების შემთხვევები. ამის გამო სამრეკლოს საჯარო სკოლა ერთი კვირით დახურული იყო. იქ სწავლებას 4 ნოემბრიდან აღადგენენ.


დედოფლისწყაროს ტელევიზიის ინფორმაციით, ორი კოვიდ ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკაში, დანარჩენები ბინაზე მკურნალობენ და მათ ონლაინ კონსულტაცია უტარდებათ.


ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარიეტა გონაშვილი დედოფლისწყაროს ტელევიზიას უყვება, რომ იზოლაციის წესების დარღვევის გამო ერთი პირი იძულებით გადაიყვანეს კარანტინში.


.

გასულ კვირას covid 19 დაუდასტურდა დედოფლისწყაროს საავადმყოფოს ორ თანამშრომელს. გონაშვილი განმარტავს, რომ ერთი მედიკოსია, მეორე კი ტექნიკური თანამშრომელი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისინი პაციენტისგან არ დასნებოვნებულან და მათ სავარაუდოდ, ვირუსი თელავში გადაედოთ.

.

გთავაზობთ დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალ განცხადებას:

.

„გაცნობებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეის მდგომარეობით არის 23. დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა. მათ შორის ერთი დედოფლისწყაროს მოქალაქე, 3-კი სოფელ სამრეკლოდან.
.
ოცდასამი covid 19-ით ინფიცირებულიდან უკვე გამოჯანმრთელდა შვიდი, 14 არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე მსუბუქი სიმპტომებით, 2- გადაყვანილია სტაციონარში, არა სიმძიმიდან გამომდინარე არამედ იმიტომ, რომ მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს.
.
ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ყველა პირი არის თვითიზოლაციაში, სულ 60 მოქალაქე. მათ შორის ერთი გადაყვანილია კარანტინის ზონაში, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო. იზოლირებული პირები არიან ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და ამჟამად ყველა მათგანი თავს გრძნობს ჯანმრთელად, “ - აღნიშნულია განცხადებაში.
.
.
თუ გაინტერესებს არჩევნების შესახებ ყველა ციფრი, ყველა პროცენტი, იხილეთ მონაცემები დედოფლისწყაროს ყველა უბნიდან აქ
.
0
132
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0