x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბიჭი ცოლს გაშორდა რათა საკუთარ დედაზე დაქორწინებულიყო, რა უნდა უწოდო ამ გადაგვარებულებს?

image სოციალურ ქსელში საოცარი რეაქცია მოყვა 32 წლის ბრიტანელის ბენ ფორდის საქციელს, რომელიც გაშორდა ცოლს რათა ხელახლა დაქორწინებულიყო.
რაა ამაში გასაკვირი, გაშორდა ერთს და ქორწინდება მეორეზეო იტყვის მკითხველი, მაგრამ ეს მეორე არც მეტი და არც ნაკლები ბენ ფორდის რჩეული მისი მშობლი დედაა. ბენის დაბადებისთანავე დედამ უარი თქვა მასზე და ბენი სხვა ოჯახმა იშვილა.
ბენის და მშობელი დედის 51 წლის კიმ უესტის გაცნობა სრულიად შემთხვევით მოხდა, ბენმა არ იცოდა თუ ვინ იყო ეს ქალი და პირველივე დანახვაზე თავდავიწყებით შეუყვარდა.
როცა კიმს საკუთარი გრძნობეი გაუმხილა აღმოჩნდა, რომ არც კიმი იყო გულგრილი ბენის მიმართ.
თუმცა მალევე გაირკვა, რომ ბენი და კიმი დედა და შვილი იყვნენ. წესით აქ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ არა წყვილმა ურთიერთობა ჩვეულებრივად გააგრძელა. ბენის თქმით მათ ურთიერთობას არ შეიძლება ეწოდოს ინცესტი, რადგან ის კიმს არ გაუზრდია (რა უსუსური და ამაზრზენი არგუმენტია), თავად კიმის თქმით მისი ვნება საკუთარი შვილის მიმართ სულაც არაა დასაძრახი. საზოგადოებამ ამ ფაქტს დეგრადირებული ადამიანების გახრწნილი ქმედება უწოდა. ფსიქოლოგების აზრით კი ბენის და კიმის ასეთი ურთიერთობა განაპირობა იმან, რომ ბენი და კიმი დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ ცალცალკე, რამაც მათში გააანადგურა ის ნიშან--თვისებები რაც დედაშვილობას ახასიათებს, შესაბამისად მათთვის სისხლის აღრევის უარყოფით მხარეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
როგორც წესი შეყვარებულ წყვილებს არასდროს უნდათ როცა მათ რჩევებს აძლევენ, ისინი თითქოს თავს ჰკარგავენ სიყვარულის გამო.
თუმცა ერთია როცა სხვადასხვა ოჯახის გნებავთ სოციალური წრის ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და ოჯახს ქმნიან და მეორეა როცა დედა და შვილი აპირებენ დაქორწინებას და საერთო შვილის გაჩენასაც კი.
თუ ეს ასე მოხდა სისხლის აღრევა აუცილებლად გამოიწვევს გენეტიკურად დეფექტური და გონებრივად ჩამორჩენილი შთამომავლის თუ შთამომავლების გაჩენას.

P.S
არ ვიცი ვინ როგორ შეაფასებთ ამ წყვილის ქმედებას, არ დაგიმალავთ თავიდან მინდოდა მათთან მიმართებაში სიტყვა ცხოველები გამომეყენებინა, მაგრამ რა დააშავეს ცხოველებმა როცა სახეზე გვყავს წყვილი რომელმაც ზნეობის ყველა ნორმა და საზღვარი გადალახა.



0
559
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
559