x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105300
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
„ქართული ოცნება“ 93,3% - არჩევნების შედეგები ავღანეთიდან
image

.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგებს აქვეყნებს, სადაც მმართველ პარტიას ხმების 93, 3% აქვს მიღებული.

.


ის მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.

„ავღანეთის მისიაში არჩევნების შედეგები:

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

.

მაზარი შარიფი - 84, 7%

ბაგრამი-ქაბული - 93, 3%

,

ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას.

მადლობა!“- წერს ღარიბაშვილი.

.

მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ფარნაოზ ჭკადუა და ნაციონალური მოძრაობის სხვა მხარდამჭერები სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთის მისიებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები მთლიანად ნაციონალურ მოძრაობას უჭერდნენ მხარს. ეს ინფორმაციები აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა ფეისბუქის ახალი სისტემის მეშვეობით, სოციალური ქსელის ფეისბუქის ადმინისტრაციამ ამ ინფორმაციას ფეიკ ამბავის ნიშანი მიანიჭა და მონიშნა, როგორც არასწორი ინფორმაცია, რათა საზოგადოება შეცდომაში არ შესულიყო. ამის გამო ეს სტატუსი სპეციალური გამაფრთხილებელი ფეიკ ნიშნით ვრცელდებოდა.


ამჯერად კი თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ რეალური მონაცემები და სააკაშვილის მხარდამჭერების ყალბი მცდელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0