x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატურა მოხსნა
image


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატურას ხსნის - ეს განცხადება სააკაშვილმა მთავარი არხის პირდაპირ ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ჩართვისას გააკეთა.


„მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერმინისტრის თანამდებობა საქართველოში. მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, მე არასდროს მეშინოდა არც გამარჯვებული და არც დამარცხებული ივანიშვილის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.


„რას მოიმოქმედებს ახლა ივანიშვილი – ეცდება თუ არა გაყალბებას, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ხალხმა არჩევანი გააკეთა და მე ვურჩევდი მას, შეეგუოს, რადგან ხელისუფლებით არ იწყება ცხოვრება, მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და ასევე უნდა მოიქცეს ისიც. მიეცით ქართველ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება. მშვიდობიანად გადადით და არანაირი პრობლემა არ იქნება. თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, მზად ვართ ბოლომდე დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.



ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%.


ქართული ოცნების ლიდერებმა გამარჯვება იზეიმეს და ცენტრალურ ოფისთან საზეიმო შეხვედრა გამართეს. იგივეს ამბობს ოპოზიციაც. ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებას უკვე ზეიმობს, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ სავარაუდოდ 100 მანდატს ელოდება და კოალიციის აუცილებლობას გამორიცხავს.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში მისი პარტია „სოლიდური უმრავლესობით მოვა და საშუალოდ 100 მანდატს მოიპოვებს“. ამის შესახებ ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მუდამ კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს ყველგან. ვფიქრობთ, რომ არანაკლებ 55, არანაკლებ 60%-ის, ამ შუალედში ავიღებთ. თუ ადევნებთ თვალს, გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს, თუმცა ორი-სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. სხვა დანარჩენი კვლევები სწორედ ამაზე მიანიშნებს.

კოალიციას გამოვრიცხავთ. ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს 2 მანდატი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
0
218
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0