x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105301
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
ეტყობა ამ წყვილს შორის მართლაც სუფთა და უანგარო სიყვარულია, თორემ ამდენი ხანი ერთად ვერ იქნებოდნენ

image არავისთვისაა უცხო ხილი ის, რომ ხშირად ახალგაზრდა გოგონები ლამის ბაბუების ასაკის მამაკაცებს მიყვებიან ცოლად. მართალია კი ამბობენ უანგარო სიყვარულით გავთხოვდიო, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ულამაზესი გოგო უნაკლო აღნაგობით ხშირ შემთხვევაში უანგაროდ მიჰყვებოდეს ასაკოვან მამაკაცს.
ბუნებრივია იმის თქმა, თითქოს ყველა ანგარებით თხოვდება მსგავს სიტუაციებში აბსურდული იქნება. მესმის ასაკოვანმა კაცმა ახალგაზრდა ქალი მოიყვანოს ცოლად, მაგრამ იშვიათია ოჯახის სიმტკიცე შენარჩუნდეს მაშინ როცა მამაკაცი ახალგაზრდაა ხოლო ცოლი კი ბევრად უფროსი, თუმცა აქაცაა გამონაკლისები და ერთერთი მკაფიო წარმომადგენელი მათ შორის ავსტრალიური წამოშობის ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ჰიუ ჯეკმანია, რომელიც 13 წლით უფროს მეუღლესთან ასევე მსახიობ დებორა ლი ფიორნესთან ერთად 20 წელია ბედნიერად ცხოვრობს.
მეუღლის ასაკმა და დრომ ვერ გაახუნა ჰიუს სიყვარული დებორასადმი, "დებორა ჩემი ცხოვრების სტიმული და უდიდესი სიყვარულია"-აცხადებს მსახიობი.
2000 წელს წყვილმა იშვილა ახალშობილი ბიჭუნა ოსკარ მაქსიმილიანა, ხოლო 2005 წელს გოგონა აბუ ელიოტი. ჰიუ იმ პერიოდიდანვე დიდ ყურადღებას აქცევს შვილებს, დებორას და შვილების თქმით ჰიუ ძალიან კარგი მამაა.
თავად ჰიუ კი იგივეს ამბობს მეუღლეზე:"დებორა? დებორა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე კარგი დედაა".
წყვილი დიდ დროს უთმობს მოგზაურობას და დასვენებას შვილებთან ერთად, ჰიუ ყოველდღიურად სეირნობს უფროს შვილთან ერთად ვარჯიშის მერე.
აშკარაა წყვილის ოჯახის ბედნიერება უანგარო სიყვარულზე და პატივისცემაზეა "აგებული", შესაბამისად ოჯახი სალ კლდესავით მტკიცეა.
imageimageimageimageimage image image image














0
7133
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
7133