x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ შევწვათ თევზი,ისე,რომ მძაფრი სუნი არ დადგეს?

image

ავიღოთ მოივა, რომელიც ერთი ხანობა გამქრალი იყო მაღაზიებიდან და როგორც იქნა ისევ გამოჩნდა.


პირველ რიგში საჭიროა თევზი სათითაოდ კარგად გაირეცხოს და ზოგიერთი ნაწილი გაიწმინდოს კიდეც.

თევზს მცირე რაოდენობით მარილი და პილპილი მოვაყაროთ.


გაცხელებულ ტაფაზე მზესუმზირის ზეთი მოვასხათ .

მარილი ზეთიან ტაფაშიც მოაყარეთ.

image

ეს ხელს შეუშლის ტაფიდან ზეთის შხეფების გაფანტვას შეწვის დროს.სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ თევზს მცირე რაოდენობის მარილი მოვაყაროთ.


ავიღოთ უმი კარტოფილი, გავრეცხოთ და დავჭრათ წრეებად.


ტაფაში ჩავაწყოთ კარტოფილის 2-3 ნაჭერი და მასთან ერთად შეწვათ თევზი. კარტოფილი თევზის სუნს გაანეიტრალებს.

image

აიღეთ ცელოფანის პარკი და ჩაყარეთ იმდენი ფქვილი, რამდენიც თქვენი აზრით თევზს ეყოფა(დამოკიდებულია თევზის რაოდენობაზე), უმჯობესია სიმინდის ფქვილი, რადგან შეწვის შემდეგ თევზს ოქროსფერ შეფერილობას აძლევს, შემდეგ ფქვილიან ცელოფანშივე ჩაყარეთ თევზი და შეანჯღრიეთ, ეს ხერხი თქვენს სამზარეულოს გასვრისგან გადაარჩენს.

imageimage

შემდეგ ჩაალაგეთ თევზი და შეწვით.თუ შეატყვეთ, რომ კარტოფილი ძლიერ შეიწვა, ის ახლით ჩაანაცვლეთ.

image

თევზი მზადაა, სამზარეულოს გათხუპვნის, ზეთის შხეფების და სუნის გარეშე.გემრიელად მიირთვით.

image

0
743
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
743
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0