x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105300
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
4 ტატუს საიდუმლო მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში კრიმინალური სამყაროდან მოვიდა

image


არც ისე დიდი ხნის წინ, გასული საუკუნის შუა პერიოდში, ტატუს ძირითადად მხოლოდ კრიმინალები და მეზღვაურები ატარებდნენ. დღეს ის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მას ნახავთ როგორც ოფისის თანამშრომელზე, ასევე მხატვარზე და თქვენ წარმოიდგინეთ, საშუალო სკოლის მასწავლებელზეც კი, მაგრამ რაც შეეხება სვირინგებს, რომლებიც "კრიმინალურ" დატვირთვას ატარებენ, აქ ყველაფერი ცოტა უფრო რთულადაა, რადგან მათ კრიმინალური სამყაროდან მთლიანად კანონიერი მოქალაქეების სამყაროში გადმოინაცვლეს. მაშ ასე, გთავაზობთ 4 სახეობის ტატუს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში კრიმინალური ავტორიტეტების სამყაროდან მოვიდა.




ხუთი წერტილი

image


ხუთი წერტილი - (ოთხი კვადრატში და ერთი ცენტრში) - საერთაშორისო ტატუა. მას როგორც ამერიკაში, ასევე ევროპასა და რუსეთში ხშირად ანტისოციალური პიროვნებების სხეულზე შეხვდებით, ეს სვირინგი საკმაოდ მარტივ სურათს ასახავს: 4 წერტილი - კედლებს განასახიერებს, ცენტრში მეხუთე კი თავად - პატიმარს.




სამი წერტილი


image


ამ ტატუს ყველაზე ხშირად ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეხვდებით, თუმცა მას საერთო არც ციხესთან და არც კრიმინალურ სამყაროსთან არაფერი აქვს. მისი მნიშვნელობა საკმაოდ მარტივია - "mi vida loca" (ანუ "ჩემი გიჟური ცხოვრება"). ასეთი ტატუს მფლობელი გარშემომყოფებს უბრალოდ აფრთხილებს, რომ ის თავაშვებული ადამიანია, რომელიც ცხოვრებაში სიამოვნებასა და თავგადასავლებს ეძებს.




აბლაბუდა


image


კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან განსხვავავებით, ადამიანების უმეტესობა იდაყვზე აბლაბუდის ტიპის ტატუს დიდად არ სწყალობს, თუმცა სწორედ აღნიშნული სვირინგის წყალობით შეგიძლიათ მარტივად განსაზღვროთ კრიმინალურმა ავტორიტეტმა ცხოვრების თუ რა ნაწილი გაატარა გისოსებს მიღმა. ამ "აქსესუარს" როგორც წესი, ძირითადად, ნარკომანები ატარებდნენ რომლებიც "ზონაზე" იყვნენ.




ცრემლი


image


ცრემლი ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული ტატუა ჩრდილოეთ ამერიკაში: ის სხვადასხვა ქვეყანასა და შტატში სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. ზოგიერთ ადგილზე ასეთი სვირინგი გრძელვადიან პატიმრობაზე, ზოგან კი - მკვლელობაზე მიუთითებს. ციხის წრეებში ცრემლმა შეიძლება ასევე მიუთითოს იმაზეც, რომ მის პატრონს შურისძიება სწყურია. საინტერესოა, რომ ამ სვირინგმა კრიმინალური სამყაროს სივრცე დატოვა და მთლიანად პოპულარული ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების სამყაროში გადაინაცვლა.






0
145
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
145