x
მეტი
  • 29.11.2020
  • სტატია:105301
  • ვიდეო:348899
  • სურათი:470828
პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა
image
მას შემდეგ, რაც პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, სათვალის მომხმარებლები ერთი და იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ – სათვალის დაორთქლილი მინები, რომლებიც ცივი სეზონის დადგომასთან ერთად სულ უფრო შემაწუხებელი გახდება. სწორედ ამიტომ, ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც სათვალეზე თეთრი ნისლის გაქრობაში დაგეხმარებათ:

ნისლის საწინააღმდეგო სპრეი ან ტილო.

ნისლის საწინააღმდეგო სპრეის შეძენა ოპტიკის მაღაზიებშია შესაძლებელი, ხოლო გამოყენება ძალიან მარტივია: შეასხურეთ სპრეი სათვალის მინებს ორივე მხრიდან, შემდეგ კი რბილი ქსოვილით კარგად გაწმინდეთ. ასე ორთქლი 72 საათის განმავლობაში აღარ შეგაწუხებთ. შემდეგ კი იგივე პროცედურა უნდა გაიმეოროთ. იგივე შედეგს იძლევა ნისლის საწინააღმდეგო სპეციალური ტილო.

ნიღბის ზედა მეოთხედის გადაკეცვა.


სპეციალური სპრეისა და ტილოს არქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ პირბადის ზედა მეოთხედის თქვენს მხარეს გადაკეცვის მეთოდი. ასე ორთქლი გვერდებიდან გამოვა და სათვალე ნაკლებად დაიორთქლება. ამ დროს გაითვალისწინეთ, რომ პირბადე აუცილებლად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს.

“ფლეიტის სუნთქვა".

მცირეოდენი ვარჯიშის შედეგად, შეგიძლიათ ისწავლოთ ე.წ. ფლეიტის სუნთქვა, ანუ ამოსუნთქვისას ჰაერის ქვემოთ მიმართვა. სუნთქვის ასე დარეგულირების შემთხვევაში სათვალეზე ორთქლი ნაკლებად შეგაწუხებთ.


მჭიდროდ მორგებული პირბადე.

რაც უფრო მჭიდროდაა პირბადე სახეზე მორგებული მით უფრო ნაკლებად იორთქლება სათვალე. ამიტომ სათვალის მატარებლებისათვის უმჯობესია გამოიყენონ ლითონის ფირფიტიანი პირბადეები, რომლებიც ცხვირის ფორმას ზუსტად ერგება.

სათვალის ქვემოთ ჩამოწევა.

ყველაფერთან ერთად, ასევე დაგეხმარებათ სათვალის შედარებით ქვემოთ ჩამოწევა, ასე უფრო ცირკულირდება ჰაერი და მინები ნაკლებად დაიორთქლება.

P.s. ჯანმრთელობას გისურვებთ!

ასევე საინტერესოა:

უცხოელი ექსპერტები უახლოეს მომავალში კორონავირუსით გამოწვეულ კატასტროფულ შედეგებს ვარაუდობენ

ახალი აპლიკაცია, რომელიც ადგენს, იყავით თუ არა კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში (წაკითხვის დრო 1წთ.)

3
7857
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
Mediator image
7857
  
13 ნოემბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

31 ოქტომბერი, 18:14
საინტერესო სტატიაა, ბევრს გამოადგება...
0 1 3