x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნახეთ, რა ეშმაკობებს მიმართავენ ვარსკვლავები, ეფექტურად რომ გამოიყურებოდნენ
image


ცნობილი ქალბატონების ლამაზი და სრულყოფილი სხეულის ფორმები ყოველთვის დამქანცველი ვარჯიშისა და მოსაბეზრებელი დიეტის შედეგი როდია. რიგითი მოკვდავების მსგავსად ზოგჯერ სელებრითებიც პატარა ეშმაკობებს მიმართავენ, რომელთა წყალობითაც საკუთარი სხეულის ნაკლოვანებებს ეფექტურად მალავენ. სწორედ ერთ - ერთ ასეთ კლასიკურ მაგალითს მაკორექტირებელი საცვალი წარმოადგენს, რომელსაც თითქმის ყველა ქალი უკლებლივ იყენებს. კიდევ რა ხრიკებს მიმართავენ ცნობილი სელებრითები, იმისთვის რომ ყოველთვის მომხიბვლელად და იდელურად გამოიყურებოდნენ ამას უკვე სტატიიდან შეიტყობთ.




კიმ კარდაშიანი


image


მოშიშვლებულ კაბებში კიმის მკვრივი მკერდის საიდუმლო - არც მეტი, არც ნაკლები წებოვანი ლენტია. "დიახ, ამ ლენტიმოცილება კანიდან ძალიან მტკივნეულია - აღიარებს ვარსკვლავი, თუმცა მკერდის დემონსტრირების უფრო ეფექტური მეთოდი ცივილიზაციას ჯერ არ მოუგონია."





ჯენიფერ გარნერი



imageimage


ჯენი სამოსის ქვეშ მაკორექტირებელ საცვალს პრაქტიკულად ყოველდღე ატარებს.






ჯენიფერ ლოპესი


image


ჯენიფერ გარნერის მსგავსად, ვერც ამ სექსუალურ პუერტო – რიკოელ მომღერალს ნახავთ ამ "ავადსახსენებელი" მაკორექტირებელი თეთრეულის გარეშე.




ქეით ჰოლმსი


image


ტომ კრუზის ყოფილ მეუღლეს, ერთი შეხედვით, თითქოს იდეალური სხეული აქვს, თუმცა ასეთ შორტებს ისიც გამუდმებით ატარებს.





აზია არჯენტო

image


ეს კი უკვე სპეციალური შორტები გახლავთ დუნდულებისთვის, რათა მათ "ბრაზილიური" ფორმები მინიჭოს.





მოლი შენონი


image


მსახიობმა საკუთარი თეთრეულის დემონსტრირება არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ სცენაზე გადაწყვიტა.





პერი ედვარდსი


image


ინლისელმა მომღერალმა და ჯგუფ "Little Mix" -ის სოლისტმა მაკორექტირებელი საცვალი სამოსს აშკარად ვერ შეუხამა.






0
1368
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1368