x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
"კაცი ქალზე ასეთ ....... არ უნდა ამბობდეს, მერე რა რომ ის ქალი ქაჯია"- ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში კომპანია "ვოლტის" კურიერის თანამშრომლის ვიდეო მიმართვას გამოეხმაურა, რომელიც მოგვიანებით, კურიერმა სოციალური ქსელიდან თავადვე წაშალა. შეგახსენებთ, რომ საჭმლის მიტანის სერვისის ზემოაღნიშნული კომპანიის კურიერმა გამოძახების შემდეგ ერთ- ერთ მომხმარებელს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით კომპლიმენტი მისწერა, რაზეც შემკვეთის მხრიდან მუქარის შემცველი პასუხი მიიღო. სოციალური ქსელის მომხმრებლების მხრიდან ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილმა, კურიერის მხრიდან პერსონალური ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოყენება ნეგატიურად შეაფასა, აი ნაწილმა კი, პირიქით, მათ აღნიშნულ კომპანიას თხოვნითაც კი მიმართეს კურიერი სამსახურიდან არ დაეთხოვათ და მისთვის მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცათ, ნიკა გვარამიაც სწორედ იმ ადამიანთა შორის აღმოჩნდა, ვინც "ვოლტის" კურიერი უწყინარი კომპლიმენტის გამო შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან დაიცვა: "ალო, ვოლტის კურიერო, გუშინ კი დაგიცავი, და ჩემი აზრით სრულიად სწორად. მარა რა ვიდეოა ეს? შენც კაი ქაჯი ყოფილხარ. კაცი ქალზე ასეთ ყლეობას არ უნდა ამბობდეს, მერე რა რომ ის ქალი ქაჯია. შენი ვიდეოთი შენც არანაკლები ქაჯი გამოდექი." - დაწერა ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.






0
759
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
759