x
მეტი
  • 24.11.2020
  • სტატია:105143
  • ვიდეო:348711
  • სურათი:470420
რუსეთში სულ უფრო მატულობს ქალების რიცხვი შეიარაღებულ ძალებში, რომანტიკა თუ საკუთარი თავის გამოცდა, საინტერესოა რა უბიძგებს მათ ამისკენ

image რუსეთში სულ უფრო და უფრო მატულობს შეიარაღებულ ძალებში მოსამსახურე ახალგაზრდა ქალების რაოდენობა, იქნება ეს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ დანაყოფებში.
სამხედრო სასწავლებლებში და უმაღლეს სამხედრო სკოლებშიც სულ უფრო და უფრო მატულობს სუსტი სქესის წარმომადგენლების რაოდენობა.
საინტერესოა თუ რა მიზეზით ხდება ეს ასე და რითი აიხსნება სუსტი სქესის წარმომადგენლების რაოდენობის მკვეთრი მატება ძალოვან უწყებებში.
მოგეხსენებათ რუსეთი ისრაელი არაა, სადაც ნებისმიერი ჯანმრთელი ქალი ვალდებულია გაიაროს სამსახური სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში. მაშ რაა რუსეთის მოქალაქე გოგოებისათვის ჯარში წასვლის მოტივი, რომანტიკა თუ საკუთარი თავის გამოცდის სურვილი?
ძნელია ამ კითხვას გავცე არგუმენტირებული პასუხი, რადგან მე არ გამაჩნია დაზუსტებული ინფორმაცია ამის თაობაზე.
ერთი კი ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი და ვთვლი-რუსეთი ოკუპანტია ის ახორციელებს სწორ სამხედრო რეფორმას, რომელმაც აამაღლა მოსახლეობაში სურვილი იმსახუროს რუსულ არმიაში, ალბათ ესეცაა ერთერთი მოტივაცია ამ გოგოებისათვის.
მე ვისურვებდი მეტ ახალგაზრდა ქალს ქართულ შეიარაღებულ ძალებში და თან არა მხოლოდ სამედიცინო სამსახურში, არამედ საბრძოლო დანაყოფებშიც, მყოლია და მყავს ქალბატონი კოლეგები რაც მეტ მოტივაციას გვაძლევს მამაკაცებს საქმიანობაში.
სამწუხაროდ მათი სიმწირის გამო ვერ გთავაზობთ ქართველი სამხედრო გოგონების სურათებით, ან ეტაპზე რუსი სამხედრო მოსამსახურეებით და კურსანტებით შემოვიფაგლები.
იმედია მათთან ომი არ მოგვიწევს, მაგრამ თუ მოგვიწია მტერი მტერია და სქესს უკვე არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage























0
304
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
304