x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
იცნობთ პროდუქტებს თქვენს სამზარეულოში? – სად ნახავთ ყველა საჭირო ინფორმაციას, საკვებისა და სამზარეულოს შესახებ
image


როცა ამა თუ იმ ხილ-ბოსტნეულის სასარგებლო თვისებები ან უკუჩვენებები გვაინტერესებს, უპირველესად, რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, "გუგლს" ვიყენებთ. ძებნას ვიწყებთ, მაგრამ იშვიათიად ხდება, რომ ჩვენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ერთ საიტზე ვიპოვოთ, ამიტომ, კიდევ უამრავ გვერდზე გვიწევს შესვლა. შედეგად, დიდ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ, მაგრამ სრულყოფილ ინფორმაციას მაინც ვერ ვიღებთ.


იმისათვის, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შესახებ, საჭირო ინფორმაციას სრულყოფილი სახით გავეცნოთ, გამომცემლობა „პალიტრა L“ „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ 7-ტომეულს გამოსცემს. ყველაფერი საკვებისა და სამზარეულოს შესახებ, ტანსაცმელსა და საოჯახო საქმიანობასთან ერთად, ენციკლოპედიის მე-2 ტომშია თავმოყრილი.


საკვები პროდუქტების (მწვანილი, ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი, რძის პროდუქტი, მაკარონის ნაწარმი, პურეული, ყავა და ნაყენები...) დახასიათება, ჭურჭელი, სამზარეულოს აქსესუარები თუ ინვენტარი, ასევე, სუპერმარკეტისა და რესტორნის დაგეგმარება – ეს ყველაფერი ენციკლოპედიის მე-2 ტომშია თავმოყრილი. ენციკლოპედია დახმარებას გაუწევს როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ დიასახლისებს, ასევე მათაც, ვისაც სამზარეულოში დიდი დროის გატარება არ უწევთ, მაგრამ პრაქტიკული ცოდნა სჭირდებათ.



image


აღსანიშნავია, რომ „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მეორე თავი კვებისა და სამზარეულოს შესახებ, ქვეთავებად არის დაყოფილი, რაც სასურველი ინფორმაციის მოძებნას უფრო ამარტივებს. რაც მთავარია, ინფორმაცია ილუსტრაციებით არის გამდიდრებული, რაც კვების პროდუქტების ამოცნობაშიც დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ენციკლოპედიაში გამოყენებული ტერმინები ორ ენაზეა მოცემული.


შეგახსენებთ, „დიდი ვიზუალური ენციკლოპედია“ 7 ტომად გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სპეციალურ ფასად გამოიცემა. მეორე ტომის შეძენას 2 ნოემბრიდან შეძლებთ. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, გაზეთთან ერთად - 11.50.

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0