x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივის

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივის. როგორც აღმოჩნდა, ჯგუფმა “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე სიმღერა “დინამო” მისი ნებართვის გარეშე შეასრულა:

image

„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე, ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. მე სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა – „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი! მე უკვე დავუკავშირდი „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA). ისინი ჩემი სახელით დაწერენ საჩივარს და დააჯარიმებენ. და საერთოდ, აეკრძალოს ყველა მომღერალს ჩემი სიმღერების შესრულება ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ კიდევ დააჯარიმებენ და ღირსებიც იქნებიან“, – განაცხადა reporter.ge-სთან ვაჟა აზარაშვილმა.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0