x
მეტი
  • 26.11.2020
  • სტატია:105213
  • ვიდეო:348782
  • სურათი:470597
"ასეთ არასახარბიელო დღეს გვიწევს ქართველებს არჩევანის გაკეთება. მაგრამ..." - ასტროლოგი ქეთი ვაწაძე
31 ოქტომბერს, სავსემთვარეობა გვაქვს მორიელი- კუროს ღერძზე, რომლის პიკიც, თბილისის დროით, 18:51 წუთზე დადგება.
როდესაც ერთი თვის მანძილზე ორი სავსემთვარეობა უწევს, ასეთი რამ დაახლოებით 2, 5 წელში ერთხელ ხდება და უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება.
image
ზოგადად, იცით, რომ ნებისმიერ სავსემთვარეობის პერიოდში უზარმაზარი ენერგია შემოდის კოსმოსიდან, რაც ადამიანებში გაღიზიანებას, კონფლიქტურობას, აგრესიას აღვივებს, ვინაიდან ბევრი ვერ უძლებს ამ უზარმაზარი ენერგიის ნაკადს, თავისებურად, მომატებული ემოციებით რეაგირებს ამ გაზრდილ ენერგიაზე. ეს ეხებათ უფრო სენსიტიური, ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანებს და სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად გაფრთხილება, თუმცა ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, მით უფრო ამ დღეებში (29.10-2.11). განსაკუთრებული სიფრთხილე და თავდაჭერის გამოვლენაა აუცილებელი. არ შეიძლება იმპულსური, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა, აგრესიულობა და კონფლუქტებში ჩართვა, რადგან ცაზე ჯერ კიდევ დაძაბული აპექტებია, ამ რეტროგრადული მერკურის გადამკიდე კი მცირეა ურთიერთგაგება, შეუძლებელი ხდება კონსესუსის მიღწევა. დიახ, აი ასეთ არასახარბიელო დღეს გვიწევს ქართველებს არჩევანის გაკეთება. მაგრამ იმედს ვიტოვებ, ამ სირთულეებს მაინც კარგად გავართმევთ თავს!
უნდა შევეცადოთ მაქსიმალური წინდახედულობით გავიაროთ ეს დაძაბული დღეები. სიფრთხილე გამოვიჩინოთ ყველა მიმართულებით, მათ შორის გზებზე გადაადგილებისას, არ გადავამეტოთ სიჩქარეს, ვიყოთ ყურადღებით, ასევე, ყურადღებით ვიყოთ ჯანმრთელობის კუთხით - თუ გულ- სისხლძარღვოვანი სისტემის, თავის ზონის პრობლემები გვაქვს, მივიღოთ პროფილაქტიკური ზომები.
არ წამოვიწყოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, სჯობს დავკავდეთ მიმდინარე საქმეებით.
მოკლედ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, გამოვიჩინოთ კეთილგონივრულობა რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, შევეცადოთ მშვიდობიანი, რაციონალური გზით გავუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას.
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე
0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0