x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მთიან ყარაბაღში "ევრონიუსის" გადამღები ჯგუფი სასწაულებრივად გადაურჩა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის მოხვედრას

image მთიანი ყარაბაღი ცხოვრობს საომარ რეჟიმში მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეჯერ მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე. ყველგან ჩანს საბრძოლო მოქმედებების შედეგები, აფეთქებული მძიმე ტექნიკა, განადგურებული საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, მიტოვებული სამხედრო ბაზები და საბრძოლო მასალა.
"ევრონიუსის" გადამღები ჯგუფი ნაფტალანადან გაემართა ტალიშის რაიონში, რაიონში რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ სომეხი მებრძოლები აკონტროლებდნენ. კორეპონდენტის თქმით ესაა ერთი დიდი ნაღმური ველი.
ეს ადგილი ბაქოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან აქაა მსხვილი წყალსაცავი დამბით, რომელიც წყლით უზრუნველჰყოფს აზერბაიჯანის ტერტერის რაიონის ფერმერულ მეურნეობებს.
აქამდე სომხური მხარე აზერბაიჯანელებს წყალს არ აწვდიდა 1992 წელს მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, როცა სომხურმა მხარემ ჩაიგდო ხელში წყალსაცავზე კონტროლი.
აზერბაიჯანელი ბამბის მწარმოებელი ფერმერები იმედოვნებენ, რომ წყალსაცავზე აზერბაიჯანული მხარის მიერ კონტროლის დამყარების მერე მათ მიეწოდებათ წყალი და ისინი შესძლებენ ბამბის პლანტაციების გაშენებას.
ამის თაობაზე საუბრობს აზერბაიჯანის არმიის პოლკოვნიკი ბაბეკ სამიდლი:
"ვინაიდან წყალსაცავი 1992 წლიდან სომხური მხარის კონტროლქვეშ იყო, წყალსაცავის ტუმბოების მეშვეობით სიმხური მხარე წყლის გაშვებას მდინარე ტერტერის ბუნებრივ კალაპოტში ხელს უშლიდა, რაც აისახებოდა აზერბაიჯანელი ფერმერების საქმიანობაზე უარყოფითად. წყალს სულ სხვა მიმართულებით ქაჩავდნენ მძლავრი ტუმბოების დახმარებით, რათა ქალაქ ტერტერს და ტერტერის რაიონს არ მიეღო წყალი მდინარე ტერტერზე განთავსებული წყალსაქაჩი და საფილტრი სადგურებიდან".
ვინაიდან ეს რაიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა ის განსაკუთრებით საშიშია ყოფნა, რადგან ყველგან ნაღმური ველებია ჯერ კიდევ, ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს. აზერბაიჯანული არტილერია ბომბავს იმ ადგილებს, საიდანაც აღნიშნული ტერიტორია იბომბება სომხური მხარის არტილერიის მიერ.
სამხედრო კოლონას რომელთან ერთადაც იყო ყველგანმავალი ჯიპი "ევრონიუსის" კორესპონდენტებთან ერთად სომხურმა მხარემ რუსული წარმოების (სავარაუდოდ "ფაგოტი") ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსიდან მართვადი რაკეტა ესროლა, რომელმაც ძალიან ახლოს გაუარა ჯიპს, ასხლეტილმა ნამსხვრევმა მცირე დაზიანება მიაყენა მას, ჟურნალისტები არ დაშავებულან.


0
326
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
326