x
image
ლურჯი თოლია
კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, რამდენ ხანში შეიძლება სხვა ადამიანებთან კონტაქტის აღდგენა/გარეთ გასვლა?
image
ამჟამინდელი (10/2020) კრიტერიუმებია:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) :
⚠️სიმპტომების გამოვლენის პირველი დღიდან გასული უნდა იყოს 10 დღე და
⚠️ბოლო სიმპტომიდან (სიცხე, სასუნთქი გზების სიმპტომები) უნდა იყოს გასული 3 დღე
⚠️უსიმპტომოებში- დადებითი ტესტიდან გასული უნდა იყოს 10 დღე
აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები:
⚠️სიმპტომების გამოვლენის პირველი დღიდან გასული უნდა იყოს 10 დღე და
⚠️ბოლო 24 საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს პაციენტს სიცხე (სიცხის დამწევი მედიკამენტის მიღების გარეშე) და
⚠️სხვა სიმპტომები თანდათან უნდა უმჯობესდებოდეს (არ ეხება ყნოსვა/გემოს დაკარგვას, რჩება ზოგჯერ კვირები/თვეები)
ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი:
⚠️სიმპტომების გამოვლენის პირველი დღიდან გასული უნდა იყოს 10 დღე და
⚠️პაციენტს აღარ უნდა ჰქონდეს სიცხე, დიარეა, ძლიერი სისუსტე, ცემინება/ცხვირის ღრუს დახშობა
⚠️შეიძლება კვლავ ჰქონდეს მცირედი ხველა და ყნოსვა/გემოს დაკარგვა.
0
94
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0