x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორი იქნება 2021, თეთრი ხარის წელი ზოდიაქოს ნიშნებისათვის

image

სულ რაღაც ორი თვე და კარს შემოაღებს თეთრი ხარის წელი, 2021. ასტროლოგები საუბრობენ იმ ზოდიაქოს ნიშნებზე, რომელთაც მომავალ წელს ელოდებათ წარმატება. მაშ, ასე, წარმოგიდგენთ 2021 წლის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისათვის:

1. ვერძი

2021 წელს ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ, შეამცირონ თავიანთი სიჯუტის ხარისხი და იყვნენ მეტად დამთბობნი. მათ მკაცრად აფრთხილებენ, რომ მაქსიმალურად მოერიდონ კონფლიქტებში მონაწილეობას და ეცადონ საკუთარ თავში აგრესიული, უარყოფითი მუხტის შეკავებას. 2021 წელი განსაკუთრებით რთული იქნება იმათთვის, ვისაც უჭირს იმპულსურობის დაძლევა და ემოციების კონტროლი.

2.კურო

2021 წელს კურო სჯობია, მუდამ რამე საქმიანობით და ადამიანთა გარემოცვით დაკავდეს, რამდენადაც ეს ორი ფაქტორი მეტად დადებით გავლენას ახდენს მისი განწყობის ამაღლებაზე, ნდობის მოპოვებაზე. სულით თუ არ დაეცემა და საკმარისად მხნედ იქნება, მაშინ 2021 წელი კუროსათვის ხელსაყრელი და სტაბილური იქნება. კუროს ნიშნით დაბადებულო ადამიანებო, მთავარია, არ დაეჭვდეთ საკუთარ შესაძლებლობებში და გწამდეთ უკეთესი მომავლის, წარმატებაც აუცილებლად მოვა.

3.ტყუპები

ტყუპებს 2021 წელს ელოდებათ მოულოდნელი სიურპრიზები, სასიამოვნო ამბები, რომელთა შესახებ არც კი უოცნებიათ აქამდე. ზომიერება და სიმშვიდე შეცვლის ახალ გამოწვევებს და სირთულეებს. იყავით იმედიანად და აუცილებლად იქნებით ბედნიერი.


4.კირჩხიბი

კირჩხიბებს 2021 წელს ეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა, შეცვალონ საკუთარი ბედი უკეთესობისაკენ და გაიწმინდონ აურა, კარმა. ასტროლოგები კირჩხიბებს ურჩევენ, იზრუნონ წარსულის შეცდომების გამოსწორებაზე, თუმცა ამის გამო საკუთარი თავის მიმართ კრიტიკით ზედმეტად არ დაკავდნენ, არ იყვნენ მეტისმეტად მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. ყველა მთავარი გადაწყვეტილება კირჩხიბმა 2021 წელს უნდა მიიღოს მშვიდ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება, იღბალი და წარმატება უკან გაბრუნდეს, თქვენგან ზურგი იქციოს. წლის პირველი თვეები, სასურველია, კირჩხიბმა დაუთმოს ოჯახსა და მეუღლეს, განიხილოს ოჯახის წევრებთან ერთად წლის გეგმები, ახლობლებთან გაატაროს მეტი თავისუფალი დრო.



5.ლომი

ლომს 2021 წელს ელოდება ძალიან წარმატებული საქმიანი და პირადი სახის შეხვედრები. გარემოების შეცვლა გავლენას ახდენს იღბალსა და განწყობაზე. წლის ბოლოს ლომს, შესაძლოა, ჰქონდეს ფინანსური სირთულეები, თუმცა იგი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნიშანია და პრობლემებს მარტივად გადალახავს. ლომისათვის მთავარია, 2021 წელს თავი შორს დაიჭიროს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ნეგატიურ მუხტს ატარებენ, მუდმივად წუწუნებენ, თავის შესაძლებლობებში დააეჭვებენ და ა.შ. ლომმა, ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ჯანმრთელობას.


6.ქალწული

ქალწულებისათვის თეთრი ხარის წელი იქნება ძალიან არასტაბილური, ცვალებადი. ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა შეიცვლება მოულოდნელი, არაპროგნოზირებადი მიმართულებით, განსაკუთრებით თებერვალ-აპრილსა და ივლისში. 2021 წელი ქალწულებისათვის კარგი იქნება სამოგზაუროდ, ახალი ნაცნობობისათვის და ახლობლებთან ურთიერთობისათვის. მნიშვნელოვანი შენაძენისათვის გამოიყენეთ 2021 წლის შემოდგომა, ხოლო შვებულება დაგეგმეთ ზაფხულისათვის.



7.სასწორი

სასწორმა უნდა შეძლოს იმ ადამიანების უარყოფითი მუხტის განეიტრალება, რომლებიც მის მიმართ არ გამოირჩევან კეთილგანწყობით. მას ძალიან ცოტა მტერი ჰყავს, თუმცა 2021 წელს შეიძლება, მეტოქეთა რიცხვი გაიზარდოს. საერთოდ, 2021 წელი სასწორისათვის იქნება რთული და ასტროლოგები ურჩევენ, დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას. ფინანსურად 2021 წელი სასწორისათვის იქნება საკმაოდ ნაყოფიერი. კარგი წელია ძვირადღირებული შენაძენისათვისაც. სასწორს შეუძლია, თეთრი ხარის წელიწადს შეიცვალოს სამუშაო, გახსნას ახალი ბიზნესი.

8.მორიელი

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ახირებული და ამტანი ზოდიაქოს ნიშანია. ის შესანიშნავად ეგუება სირთულეებს და მინიმალური დანაკარგით აღწევს თავს ნებისმიერ პრობლემას. თუ სამუშაოზე ნაყოფიერება, პროდუქტიულობა იკლებს, მაშინ 2021 წელი მორიელს მხოლოდ ფინანსურ უწესრიგობას მოუტანს.

9. მშვიდლოსანი

2021 წელს მშვილდოსანს შეიძლება, პრობლემა შეუქმნას მისთვის ნაკლებად დამახასიათებელმა თვისებებმა: აპათიამ, სასოწარკვეთამ და უარყოფითმა განწყობამ. ასტროლოგები ურჩევენ მშვიდლოსანს, 2021 წელს მეტი დრო გაატაროს ახლობლებთან, დროულად დაისვენოს და არ გადატვირთოს საკუთარი თავი საზრუნავით. წლის ბოლოს მშვილდოსანს ელოდება ენერგიის მოზღვავება, გამონათება. მთავარია, ენერგიის ეს უზარმაზარი ნაკადი სასარგებლოდ გამოიყენოს, სწორი მიმართულებით წაიყვანოს.


10.თხის რქა

2021 წელს თხის რქამ მეტი თავისუფლება უნდა მისცეს ახლობლებსა და მეორე ნახევარს, გამომდინარე იქიდან, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი მიიჩნევა ყველაზე ეჭვიანად. თხის რქამ უნდა დაძლიოს ეჭვიანობის გრძნობა, რომელიც თეთრი ხარის წელიწადში შეიძლება, დამანგრეველ ძალად იქცეს. ასტროლოგები თხის რქას ურჩევენ, 2021 წელს გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა შერიგებისა და კომპრომისის მისაღწევად. სამუშაოზე წამოჭრილი კონფლიქტები თხის რქამ უნდა გადაჭრას დაუყოვნებლივ.

11.მერწყული

მერწყულისათვის 2021 წელი მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით. წარმატებული წელი იქნება შემოქმედებითი ნიჭის მქონე, ასევე, აქტიური, ენერგიული მერწყულებისათვის.

12. თევზები

2021 წელს თევზებმა უნდა დაივიწყონ წყენა და უარი თქვან ბრაზზე. მთავარია, მოიცილონ ნეგატიური წარსული და ყურადღება გადაიტანონ რამე სასურველზე, სასიამოვნოზე. საუკეთესო გზა პრობლემებისაგან გადასართავად სამსახური და საოჯახო საქმეებია თევზებისათვის 2021 წელს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე თევზებს ხშირად შეეცვლებათ განწყობა. თევზებო, ზაფხული და შემოდგომა საუკეთესო დროა რომანტიკისა და მეორე ნახევრის საპოვნელად.


0
1869
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
1869
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0